დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ დააკავეს იმერეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი
სულ ნანახია 1441
ავტორი:

 

 

კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, თეა პერტაიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა განცხადება, რომ კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული.

მისივე თქმით, კაჭარავასთან ერთად დაკავებულია სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებელი ზურაბ .

ბრიფინგზე ითქვა ასევე, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე იმავე ბრალდებით დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა

გამოძიების ცნობითმიმდინარე წლის 16 აგვისტოს შსს- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, მოქალაქე .. დააკავეს, ხოლო მასთან ერთად მყოფი მოქალაქე.. მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით ქუთაისში, შსს- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს შენობაში დაიბარეს.

პოლიციის შენობაში ყოფნის დროს მოწმის სახით დაბარებულ ..- შსს- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა შეხვდა, რომელმაც აღნიშნულ მოქალაქეს, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა.

 მიმდინარე წლის აგვისტოში ქუთაისში, .. შეხვდა გიორგი კაჭარავას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელ ზურაბ .-, რა დროსაც, გიორგი კაჭარავას მითითებით, ზურაბ .- მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა.

ორი დღის შემდეგ .. ისევ შეხვდა გიორგი კაჭარავას და ზურაბ .-, რომლებმაც პროკურატურის სახელით მისი ახლობლის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ..-სთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად, ოფიციალურად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი ჯარიმის სახით, 30 000 ლარი, ხოლო დამატებით, არაოფიციალურად, ქრთამი მოითხოვეს.

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გიორგი კაჭარავამ და ზურაბ .- ..- გამოსძალეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც ორივე მათგანი დააკავეს”, –ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338- მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია