საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
პარტიები ქუთაისში სააგიტაციო მასალებს კანონდარღვევით ავრცელებენ
პარტიები ქუთაისში სააგიტაციო მასალებს კანონდარღვევით ავრცელებენ
სულ ნანახია 740
ავტორი:

 

საქართველოში ჩატარებული არჩევნების პრაქტიკამ აჩვენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალუარია პარტიების მიერ სააგიტაციო მასალების განთავსების პრობლემა, რის აღმოსაფხვრელადაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამდენიმე ღონისძიება გაატარაგაზეთი P.S დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქუთაისში.

2016 წლის 13 ივნისს ქუთაისის მერიამ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა სააგიტაციო მასალის განთავსების ადგილები. "ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების (პლაკატებისგაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზე, აგრეთვე ქალაქ ქუთაისის  ტერიტორიაზე არსებულ გარეგანათების ბოძებზე..." ქალაქის მასშტაბით დადგმულია  11 სტენდი, სადაც უნდა განთავსდეს ყველა პარტიის სააგიტაციო პლაკატი.

– "სტენდები სპეციალურად ამ არჩევნებისთვის არ დადგმულა, ისინი რამდენიმე წლის წინ განთავსდა ქალაქში და პარტიები იყენებდნენ მას წინა არჩევნებზეც. ვთვლით რომ საკმარისია, ვინაიდან დაემატა მხოლოდ 2 სააგიტაციო ადგილი, ქალაქ ქუთაისის მოსწავლეახალგაზრდობის პარკი და ხარაზოვის ბაღში არსებული შენობა, სტენდების რაოდენობა კი უცვლელი დარჩა. აუცილებლობის შემთხვევაში სტედებსაც დავამატებდით - განაცხადა ეკა მამისეიშვილმა , ქუთაისის მერიის პრესსამსახურის უფროსმა.

პოლიტიკური პარტიების მიერ  საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსების წესები ყველა არჩევნებზე უხეშად ირღვევასააგიტაციო მასალის არასწორად განთავსება მოქმედი ხელისუფლების მაჟორიტარობის კანდიდატმა დაიწყო. დიმიტრი მხეიძეს მიბაძეს სხვა პარტიიია კანდიდატებმაც და დღეს ქუთაისი ყველა ცენტრალური ქუჩის საგზაო ნიშნები და გარე განათების ბოძები მაჟორიტარობის კანდიდატების პლაკატებითააა დანშვენებული.

პლაკატებისთვის გამოყოფილი სტენდების უმრავლესობა დღემდე თავისუფალია. როცა "პატრიოტთა ალიანსის" მოხალისეებს ავუხსენით, რომ ეს კანონის დარღვევაა. მათ გვიპასუხეს, რომ უფროსების დავალებას ასრულებენ.

აღნიშნულ კანონდარღვევასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის  პრესსამსახურმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ის პარტიები, რომელთა კანდიდატებმაც დაარღვიეს კანონი, მიიიღებენ გაფრთხილებას პლაკატების ჩამოხსნასთან დაკავშირებით. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, საქმე გადაეცემა სასამართლოს, პარტიის დაჯარიმების მოთხოვნით.

ჯარიმის ოდენობა მიზერულია - 50 ლარი. როგორც ჩანს, არც ერთ პარტიას არ უღირს ამ თანხის გამო კანონის პატივისცემა, ან მერის ბრძანება უბრალოდ არც წაუკითხავთ

ამ დროისთვის კანონი დაარღვიეს: "ქართული ოცნების" კანდიდატმა დიმიტრი მხეიძემ, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა გრიგოლ ბახტახემ, "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისათვის" კანდიდატმა თემურ ცამციშვილმა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ.

 

მეგი კაკაბაძე

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია