საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ივანიშვილის კაპრიზი, თუ კანონზე მაღლა არავინ დგას?
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა დაკავებულია. ის 3 ივლისს აეროპორტში დააკავეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი საზღვარგარეთ მიფრინავდა ოფიციალური ვიზიტით, საგამოძიებო ორგანოების აზრით კი ის, უბრალოდ, გაქცევას აპირებდა. გიგი უგულავას ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და ე.წ. მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა.
საქართველო-რუსეთი. საქმე ?1. განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა.
ევროპამ შეიძლება, თავად უბიძგოს პუტინს, უკრაინის შემდგომი დანაწევრებისაკენ...
ევროპა უძლურია რუსეთთან?!
რატომ ვერ გახდება ყირიმი აფხაზეთი?
მოახერხებს თუ არა რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტს შეუქმნას ისეთი საფრთხეები, როგორც ეს მან გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით?! ეს არის მთავარი კითხვა დღეს, რომელიც აშფოთებს პოლიტიკურ ლიდერებს თუ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსებს. გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია, თუ რატომ ვერ გახდება ყირიმი აფხაზეთი.
არაერთსულოვანი საპარლამენტო რეზოლუცია უკრაინის მხარდასაჭერად
საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუცია მიიღო, თუმცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობას ტექსტი დაუწუნა და პარლამენტს თავისი ვარიანტი შესთავაზა. ეს უკანასკნელი კი საპარლამენტო უმრავლესობას არ მოეწონა და კენჭისყრისას ჩააგდო. საბოლოოდ, პარლამენტმა უმრავლესობის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტს დაუჭირა მხარი, ხოლო საპარლამენტო უმცირესობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ხელისუფლებამ ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რომ უკრაინის საკითხს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებდა.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე დაგეგმილი იყო...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვალს დაიწყო და 28 თებერვალს დასრულდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც შედგა.
ფრანგმა პროკურორმა ექს-მინისტრის ძვირადღირებულ ადვოკატს სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია?
როდის წარდგება კეზერაშვილი ქართველი პროკურორების პირისპირ?
დაგვეხსენი, ჩრდილოელო!
უკრაინის მოვლენები ყველაზე მწვავე საკითხია დღეს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში. უკრაინელი ხალხის ბრძოლა ევროპული ღირებულებების დასაცავად უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის საქმე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკრაინაში ყველაზე მწვავედ გამოვლინდა ის კონფლიქტი, რაც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებობს. ხშირად ისმის საუბარი იმაზე, რომ რუსეთი დღეს ცდილობს, უკრაინა საბოლოოდ ჩამოაშოროს ევროპას! ხომ არ იქნება შემდეგი საქართველო?!
ნაციონალების ვერშემდგარ რებრენდინგზე დამწუხრებული ლევან ბერ’ენიშვილის პასუხად ნინო ბურჯანაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
არასაპარლამენტო ოპოზიციიდან უკვე დიდი ხანია ისმის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. მათ შორის არის „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. პარლამენტის ყოფილი სპიკერი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და კვლავ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა.
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის სამი წევრი აცხადებს, რომ მათი მოსაზრებები საბოლოო ანგარიშში სრულად არ აისახა
„ჩვენ ვერ მოვახერხეთ დისკუსია და საბოლოოდ დასკვნა, რომელიც დაიდო, არ ვარგა. ძალიან სერიოზული წინააღმდეგობები შეიძლება იყოს მომავალში კანონპროექტების განხილვისას. ძველი სისტემა წინააღმდეგია რეფორმების. დარწმუნებული ვარ, ისინი იტყვიან, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ მზად მაღალი დემოკრატიული სტანდარტებისა და ა.შ.
«1234»
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია