საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„ქუთაისი“ უნიკალური სასაჩუქრე წიგნი ემიგრანტებისათვის სერიიდან „აღმოაჩინე საქართველო - იმერეთი“

ქუთაისი

მოგესალმებით  მეგობრებო,   უცხოეთში მცხოვრებო ჩვენო თანამემამულენო. სპეციალურად თქვენთვის ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს, რომელიც, ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ.

 

გამომცემლობა P.S. („პოსტსკრიპტუმისა“) და უმსხვილესი სავაჭრო პლატფორმის - www.amazon.com-ის თანამშრომლობამ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულისათვის ხელმისაწვდომი გახადა ინგლისურენოვანი უნიკალური  სასაჩუქრე წიგნის „ქუთაისი“, სერიიდან „აღმოაჩინე საქართველო - იმერეთი“  შეძენა.

 

„ქუთაისის“  შემდგენი და მთავარი რედაქტორია ბევრი თქვენგანისთვის კარგად ცნობილი ჟურნალისტი, რამდენიმე წიგნის ავტორი, ქალბატონი ნანული ცხვედიანი.

 

წიგნში თავმოყრილია მრავალმხრივი ინფორმაცია და მდიდარი, უნიკალური ფოტომასალა, გაეცნობით ქუთაისის ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს, ეთნოგრაფიულ ნიმუშებს. ასევე, გაიგებთ ტურისტული ინფრასტრუქტურებისა და მარშრუტების, მუზეუმების თუ სახლ-მუზეუმების, კულტურული და სპორტული ცენტრების შესახებ, წაიკითხავთ სხვა მრავალ საინტერესო ცნობებს.

 

ეს წიგნი კიდევ ერთხელ სიამაყით აღგავსებთ თქვენი მშობლიური ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის, ქუთაისის წარმოჩენით. იგი მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება თქვენთვის და თქვენი უცხოელი მეგობრებისათვის.

 

საიტის - www.amazon.com - ის საშუალებით შეიძინეთ ინგლისურენოვანი უნიკალური  სასაჩუქრე წიგნი „ქუთაისი“, სერიიდან „აღმოაჩინე საქართველო - იმერეთი“ და აჩუქეთ თქვენს უცხოელ მეგობრებს; გააცანით მათ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი

 

პატივისცემით,

ნატო გუბელაძე

გამომცემლობა P.S. („პოსტსკრიპტუმის“) მთავარი რედაქტორი.

თქვენი მეგობარი საქართველოდან!

 

 

აშშ-ში - https://www.amazon.com/dp/152014069X

დიდ ბრიტანეთში - https://www.amazon.co.uk/dp/152014069X

გერმანიაში - https://www.amazon.de/dp/152014069X

საფრანგეთში - https://www.amazon.fr/dp/152014069X

ესპანეთში - https://www.amazon.es/dp/152014069X

იტალიაში - https://www.amazon.it/dp/152014069X

იაპონიაში - https://www.amazon.co.jp/dp/152014069X

(სურვილის შემთხვევაში კომპანია www.amazon.com -ი სასაჩუქრე შეფუთვით მოგაწოდებთ წიგნს)

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია