საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
უნიკალური სასაჩუქრე ენციკლოპედია ემიგრანტებისათვის

მოგესალმებით  მეგობრებო,   უცხოეთში მცხოვრებო ჩვენო თანამემამულენო. სპეციალურად თქვენთვის ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს, რომელიც, ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ.

გამომცემლობა P.S. (პოსტსკრიპტუმისა) და უმსხვილესი სავაჭრო პლატფორმის - www.amazon.com-ის თანამშრომლობამ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულისათვის ხელმისაწვდომი გახადა ინგლისურენოვანი უნიკალური ენციკლოპედიის  „იმერეთი“-ს შეძენა, რომლის მომზადებასაც არაერთი წელი დასჭირდა.

ენციკლოპედის შემდგენი და მთავარი რედაქტორია ბევრი თქვენგანისთვის კარგად ცნობილი ჟურნალისტი, რამდენიმე წიგნის ავტორი, ქალბატონი ნანული ცხვედიანი.

ენციკლოპედია „იმერეთში“ თავმოყრილია მრავალმხრივი ინფორმაცია და მდიდარი, უნიკალური ფოტომასალა,  როგორც ზოგადად ამ მხარის, ისე ქალაქ ქუთაისის და იმერეთის თერთმეტივე რაიონის - წყალტუბოს, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის, ვანის, ხონის, სამტრედიის, ბაღდათის შესახებ.

ენციკლოპედია  გაგაცნობთ იმერეთის  ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს, ეთნოგრაფიულ ნიმუშებს. ასევე, გაიგებთ ტურისტული ინფრასტრუქტურებისა და მარშრუტების, მუზეუმების თუ სახლ-მუზეუმების, კულტურული და სპორტული ცენტრების შესახებ, წაიკითხავთ იმერეთთან დაკავშირებული გამოჩენილი პიროვნებების ბიოგრაფებს და სხვა საინტერესო ცნობებს.

ცხადია, ერთი წიგნი, თუნდაც ენციკლოპედია ცოტაა  იმისათვის, რომ მთლიანად და სრულფასოვნად ამოიწუროს იმერეთის თემა, მაგრამ, ალბათ, სავსებით საკმარისია, რომ იმერეთისადმი ქართველი და უცხოელი მკითხველის ცნობისა და აღმოჩენის წადილი გააღვივოს.

ეს წიგნი კიდევ ერთხელ სიამაყით აღგავსებთ თქვენი მშობლიური ქვეყნის ერთი ულამაზესი რეგიონის წარმოჩენით. იგი მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება თქვენთვის და თქვენი უცხოელი მეგობრებისათვის.

საიტის - www.amazon.com - ის საშუალებით შეიძინეთ ინგლისურენოვანი ენციკლოპედია „იმერეთი“ და აჩუქეთ თქვენს უცხოელ მეგობრებს;  გააცანით მათ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე! 

პატივისცემით,

ნატო გუბელაძე

გამომცემლობა P.S. („პოსტსკრიპტუმის“) მთავარი რედაქტორი.

თქვენი მეგობარი საქართველოდან!

 

----------------------------------------------

ენციკლოპედიის შესაძენად მიყევით ბმულს:

---------------------------------------------- 


აშშ-ში - https://www.amazon.com/dp/1520155174

დიდ ბრიტანეთში - https://www.amazon.co.uk/dp/1520155174

გერმანიაში - https://www.amazon.de/dp/1520155174

საფრანგეთში - https://www.amazon.fr/dp/1520155174

ესპანეთში - https://www.amazon.es/dp/1520155174

იტალიაში - https://www.amazon.it/dp/1520155174

იაპონიაში - https://www.amazon.co.jp/dp/1520155174

 

(სურვილის შემთხვევაში კომპანია www.amazon.com -ი სასაჩუქრე შეფუთვით მოგაწოდებთ წიგნს)

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია