საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
გულიანი ადამიანების საკითხავი
10 სექტემბერი, 2013
გულიანი ადამიანების საკითხავი

დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ის, რაც ქვევით შემოგეკითხებათ“. 
ფეისბუქისდათვალიერებას დაიწყებს ადამიანი და პოლიტიკის მერე ყველაზე მეტად სოციალურ პრობლემებზეა წუწუნი: უმუშევრობა, უფულობა, უწამლობა, მიუსაფრობა და ზოგჯერ კი ყველა ერთად. 
ვიცი, რომ ბევრს აღიზიანებს ჩემი სოციალური მიმართვები და ფულის თუ ტანსაცმლის აკრების (მო)თხოვნა (ამ ბოლოს წიგნებიც მოვითხოვე პერევისთვის). თუ კარგის გაკეთებას აპირებ, მაშინ თავად უნდა გააკეთო. მართალია, რომ ჩემი ოჯახის შემოსავალი ოთხნიშნა ციფრით განისაზღვრება, მაგრამ არასდროს ყოფნის ჩემი შემოსავალი იმას, რასაც სიღარიბისა და გასაჭირის დამარცხება ჰქვია. მიფიქრია იმაზეც, გავჩუმდე და ვაკეთო ჩემი შესაძლებლობებით მცირედი თუ ჩავხედო მეგობრებს ჯიბეებსა და გულში? ყოფილა შემთხვევა, რომ მინანია, მაგრამ უმეტესად_არა. 
არაერთი მეგობარი ყოფილა ჩემთან და იცის, რომ საშუალოზე ნაკლები შესაძლებლობებით ვცხოვრობ. სახლში თითქმის არაფერი მაქვს ღირებული, მაგრამ ეს არც მიკვირს. ვაჟას პოეზიით რომ მოგწამლავენპატარაობისას და ჩაიწერ გულის ფიცარზე: ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები, ბეჩავთაც გავუზიარებ“, მერე აღარ ფიქრობ ძვირფას საწოლებზე, ჩასაცმელზე, ფეხსაცმელზე... 
საბოლოოდ, მაინც მინდა ერთი რამე შემოგთავაზოთ განსასჯელად (ალბათ, ამ ტექსტს ბლოგზეც დავდებ): შეიძლება თუ არა ჩემმა 3 ათასიანმა ფრენდლისტმა უფრო მეტად ვიაქტიუროთ და თუნდაც .. როკოს ფონდიშევქმნათ (სახელი ნამდვილად არ მაღელვებს), რომელიც ასე იარსებებს_ყველა ადამიანი, რომელიც თვლის, რომ შეიძლება ფულის შეგროვებით კარგი საქმე გაკეთდეს: დასახლება, მკურნალობა, დაპურება, ჩვენს ირგვლივ არსებულ ადამიანებს ვუთხრათ, იქნებ წელიწადში ერთი კეთილი ლარი მაინც გაიღონ, მერე ანგარიშზე ჩავრიცხოთ, რომლიდანაც მოხდება ის, რასაც მაინც ვაკეთებთ ხოლმე. ვთქვათ, რომ ერთმა მეგობარმა თავისი გარემოცვიდან დათქმულ დროს აკრიბოს ფული, გააკეთოს ანგარიშზე დარიცხვა და თუნდაც ფეისბუქზე გახსნილი ჯგუფის კედელზე დაწეროს, რომ ააგროვა, ვთქვათ, ასი ლარი. ჯამში რაც მოგროვდება, ასევე სოციალურ ქსელში დაისმება პრობლემები, რომლიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანს შევარჩევთ და დავაფინანსებთ. პირადად ჩემთვის ეს ძნელი არ იქნება, არც თქვენთვის... თუ სხვა ვინმე აიღებს თავის თავზე ორგანიზებას, წაიღოს იდეა! მხოლოდ გვერდში დგომა იქნება ჩემი მხრიდან. 
ამ აზრს, სავარაუდოდ, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავაჟღერებ და იმედია, რომ არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. 
კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი იმ ადამიანებს, რომლებმაც სოციალურ აქციებში მხარი დამიჭირეს და კარგი საქმე გამაკეთებინეს. 
არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს ბერკეტი, რომ შევცვალოთ ხელისუფლებისა და კანონმდებლობის მიდგომა. დღეს საჩხერეში ვნახე ქალბატონი, რომელსაც შშმ შვილი ჰყავს, ასეთივე _მეუღლე. შვილს აუცილებლად სჭირდება მასაჟები, რომლის ნახევარს აფინანსებს სახელმწიფო, ნახევარი თავად უნდა გაიღოს ოჯახმა. როცა ოჯახს არ აქვს ამის შესაძლებლობა და სახელმწიფოც ეუბნება, რომ მაქსიმალური დახმარება 600 ლარი უკვე მოგეცი და თავს თავად მიხედეო, გამოდის, ბავშვს და მის ოჯახს ვიმეტებთ ველური სისასტიკისათვის. 
სახელმწიფოს თუ არ ვახსოვართ, ჩვენ გვახსოვდეს ერთმანეთი. დავიწყოთ აქცია, სახელწოდებით კეთილი ლარის შეწირვა უკეთესი მომავლისათვის“? შევქმნათ ფონდი? იქნებ ღირდეს, რომ ყველა ლარის კეთილი გზის გაყენებით დავამარცხოთ დასამარცხებელი... 
ნებისმიერი გამოხმაურებისათვის გმადლოობთ... 


პატივისცემით ოლანდ ხოჯანაშვილი,

იგივე ოკო 

 

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია