დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ექიმი დიდიმი ყურაშვილი
გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ექიმი დიდიმი ყურაშვილი

 

დიდიმი ყურაშვილი დაიბადა 1941 წლის 9მაისს ცაგერის რაიონში, სოფელ სანორჩს. დაამთავრა ცაგერის საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ.ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში სპეციალისტად. 1962 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა აჭარაში, ერგეს საზღვრის სამხედრო ნაწილის მთავარ ექიმად. მალევე დაქორწინდა კიდეც. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა ცაგერის რაიონის სოფელ ღვირიშისა და ნაკურალეშის საავადმყოფოების მთავარ ექიმად .არჩეული იყო ამავე რაიონის დეპუტატადაც.ამ პერიოდისთვის მიიღო საპატიო ორდენი .1975 წლიდან მუშაობდა ქ.თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმად.აქვე დაამთავრა ორდინატურა ოტოლარინგოლოგიის განხრით .ოჯახთან ერთად შემდგომ წლებში საცხოვრებლად გადმოვიდა ქ.ქუთაისში სადაც მუშაობდა ქ.ქუთაისის ბავშვთა მრავალპროფილიან საავადმყოფოში ოტოლარინგოლოგად წლების მანძილზე პარალელურად მუშაობდა ავტოქარხნის სანატორიუმ პროფილაქტორიუმში მთავარ ექიმად ასევე კითხულობდა ლექციებს ქუთაისის სამედიცინო კოლეჯში.მიღებული აქვს უამრავი მადლობა და ჯილდო

სულ ნანახია - 4035
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია