დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„პიროვნება უნდა იყოს ჩემთვის მისაღები და ადეკვატური პარლამენტის წევრობისთვის“
სულ ნანახია 1297
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე  სულ  უფრო ცოტა დრო რჩება. წინასაარჩევნოდ  ქუთაისში სხვადსხვა პარტიის წარმოადგენლებმა  მზადება დაიწყეს. საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა თანდათან მატულობს.

 

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვახტან კაჭუხაშვილიდემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" მხარდამჭერია და წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად ეწევა. როგორც კაჭუხაშვილი აცხადებს, ის სისტემატურად აწყობს შეხვედრებს  და ახალგაზრდებს საარჩევნო კამპანიაში გააქტიურებისკენ მოუწოდებს.


„ძალიან დიდი ხანია, აქტიურად ვარ ჩართული საარჩევნო პროცესში. მე ხშირად ვაწყობ შეხვედრებს ახალგაზრდებთან, რათა გავცვალოთ ინფორმციები და უფრო ინფორმირებული და მომზადებულნი შევხვდეთ 2016 წლის არჩევნებს“, - აღნიშნა კაჭუხაშვილმა.

 

კითხვებზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საპარლამენტო არჩევნებს და ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს და რატომ? - ქუთაისელი ახალგაზრდების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ   არჩევნებში  მონაწილეობა  ქვეყნისთვის  ძალიან  მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

 

როგორც ქუთაისელი სტუდენტი ანჟელა გაბუნია განმარტავს, არჩევნები  მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ადამიანს უჩნდება შეგრძნება, თვითონ არის  გადაწყვეტილებაუნარიანი იმ საპასუხისმგებლო ქმედებაზე, რაც ქვეყანაში ხდება. მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში თუ ვის  დაუჭერს მხარს, ჯერ არ მოუფიქრებია, თუმცა მიაჩნია, რომ  კარგი პროგრამის წარმოდგენა პარტიის პრიორიტეტია.

 

„ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ადამიანები დემოკრატიული წყობის დამკვიდრებას ცდილობენ, არჩევნები არის ერთადერთი გზა ხალხის აზრის დასაფიქსირებლად, ამიტომ  ყველასთვის მნიშვნელოვანია, მით უფრო - მომავალი თაობისთვის. რა თქმა უნდა, პროგრამა აუცილებელი და პრიორიტეტულია, თუმცა მარტო პროგრამას 100%-ით ვერ დაეყრდნობი. იმიტომ, რომ პარლამენტარს აქვს თავისუფალი მანდატი. შეუძლია,  პარლამენტში მოხვედრის მერე სულ სხვა პარტიაშიც გადავიდეს. შესაბამისად, პიროვნება უნდა იყოს ჩემთვის მისაღები და ადეკვატური პარლამენტის წევრობისთვის. თუ რომელ პარტიას დავუჭერ მხარს, ჯერჯერობით, არ ვიცი და ძალიან გამიჭირდება არჩევანის გაკეთება“, - აღნიშნა გაბუნიამ.

 

„დემოკრატიასა და ანარქიას შორის ერთი ნაბიჯია!..“ - ასე აფასებს  საპარლამენტო არჩევნებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლევან  გოგაბერიშვილი. მისი თქმით,  საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და ყველა ადამიანმა უნდა დააფიქსიროს თავისი არჩევანი:

 

„მე, როგორც რიგითი ქართველი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და შეძლებისამებრ ზრუნავს მასზე, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ არჩევნებზე მივიდე და კანონით მონიჭებული ჩემი უფლება გამოვიყენო, რაც კონკრეტული პარტიის მხარდაჭერაში გამოიხატება. ყოველმა ადამიანმა უნდა დააფიქსიროს თავისი არჩევანი, ობიექტურად შეაფასოს გარემოებები და ყოველგვარი ტენდენციურობის გარეშე აირჩიოს ქვეყნის ღირსეული მომავალი! მთავარი ის არის, რომ ხალხმა გონებით გან-საჯოს ყოველივე. დღეს დემოკრატიაა... დემოკრატიასა და ანარქიას შორის ერთი ნაბიჯია!..“ - განაცხდა გოგაბერიშვილმა.

 

ანუკა ლიპარიშვილი

 

გაზეთი „ახალი გაზეთი“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია