დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პოზიტიურ მოვლენათა ქრონიკა
პოზიტიურ მოვლენათა ქრონიკა
სულ ნანახია 3688
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

„ნუ იკითხავთ, რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის, იკითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ თქენი ქვეყნისთვის“.

 

ჯონ ფიცჯერალდი (აშშ-ს პრეზიდენტი)

 

ამ გამონათქვამის შინაარსში მაღალი მორალის ადამიანები იგულისხმება, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ და ამ მიზნით გაგაცნობთ სიმონ არველაძის ოჯახის მადლიერების გამოხატვის ფრაგმენტებს საუკეთესო ქუთაისელების მიმართ.

 

94 წლის მოხუცის უმაღლესი მიზანია არა ნაძრახი, არამედ სახელოვანი სიცოცხლე; ქვეყნის ზრუნვაზე ფიქრით მოუღლელს კიდევ უნდა თავის შეძახილებით ოპტიმისტურად განაწყოს საზოგადოება. იგი ამოუწურავი ინტელექტის ადამიანია, ახლა ლექსებად იღვრება და ყურადღებას ითხოვს. მისი ღირსეულად გავლილი გზა (სამამულო ომიდან დღემდე), მისგან დამოძღვრილი ადამიანები, 70 წელს გადაცილებულებიც, ვისშიც ცოდნის სიყვარული დანერგა და გზა გაუკაფა, უამრავია და სიკეთეს უფასებენ.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბოლო 2 წელიწადში შექმნილი, 3 წიგნად გამოცემული „ღირსეულ ქუთათურთა სილუეტები“, რომელშიც წარმოაჩინა მრავალი სახელოვანი მეცნიერი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელთა მოღვაწეობით იამაყებს მათი შთამომავლობა.

„ბატონო სიმონ! საოცრად ამიჩუყა გული თქვენმა თბილმა სტრიქონებმა. ღმერთმა დაგლოცოთ და დაგელოცოთ კალამი. თქვენ არამარტო ღრმად, საქმის ცოდნით წერთ მამაზე, არამედ დიდი სითბოთი, გულიანად და სიყვარულით. ასეთი რამ კი ივშიათობაა. მეგობრობა ხშირად ავიწყდებათ და ყველაფერი შურთ სხვისი, თქვენ კი მამაჩემთან მეგობრობა ამდენი წლის შემდეგ გამოატარეთ და სათუთად მოიტანეთ ამ  მადლიანი სიტყვებით. დიდი მადლობა ამისათვის. მე მამაზე ვამბობ, თორემ ამდენი ადამიანი გააცოცხლეთ, ყველა საყვარელი, პატივსაცემი ქუთაისის რჩეული ინტელიგენციაა. ასეთი წიგნები უკვდავყოფს იმ ადამიანებს და თქვენც.“ - ეს წერილი მიიღო მეცნიერმა ქალბატონ პროფესორ რუსუდან შამელაშვილ-ზექალაშვილისაგან.

 

სიმონ არველაძე აქტიურად არის ჩართული და ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებას,  მისი ფილოსოფიურ-პოლიტიკური წიგნების გამოცემა გასაცნობად ურიგდება თანამედროვე პოლიტიკური სპექტრის თვალსაჩინო და კულტურის დარგის მოღვაწეებს, რადგან გასათვალისწინებელია მისი რჩევები, კრიტიკული შენიშვნები, ეს ხომ ფასეული ჭეშმარიტებაა.

დღეს, როდესაც ქვეყანა უფრო ნეგატიურ მოვლენებზეა ორიენტირებული, არ უნდა დაგვავიწყდეს კონკრეტული პოზიტიური მოვლენები, რასაც ადგილი აქვს ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. ამდენად, მე  მიზანშეწონილად მიმაჩნია, გამოვყო ასეთი ფაქტები და წარმოვაჩინო პოზიტიური გამოვლინებანი.

 

მადლობის სიტყვა ქუთაისის საეკლსიო საავადმყოფოს ზოგად ქირურგიულ განყოფილებას, სადაც მზრუნველობა და ყურადღება გახდა იმის გარანტი, რომ მამას სისოცხლე გაუხანგრძლივდა.

 

მამას ოპერაცია საუკეთესოდ გაუკეთეს: ბ-ნმა დავით ჯანაშიამ, ქირურგებმა ზვიად ზვიადაძემ და მამულო დარსაველიძემ.

 

მათ უღრმეს მადლობას სულ ლექსებად უძღვნიდა მამა, რადგან ასეთ ღრმა ასაკში ნამდვილად სასწაულია ასე კარგად გამოხვიდე მდგომარეობიდან, ეს შესაძლებელი გახდა საავადმყოფოს ჩინებული სპეციალისტების მაღალი პროფესიონალიზმით. მამამ საავადმყოფოს პერსონალისადმი საუკეთესო და გულითად განწყობას სამადლობელი, ვრცელი თავი დაუთმო „ღირსეულ ქუთათურთა სილუეტების“ III წიგნში.

 

„გაიმარჯვე, სიყვარულო,

მარის ცრემლით ნამულო,

ღრმა მადლობა ჩვენს ქირურგებს:

ზვიადს, დავითს, მამულოს!“

 

ამ საავადმყოფოს კეთილგანწყობა და მადლიერება არ აკლია ჩვენს ოჯახს, პატივისცემას იმსახურებს უდიდესი გულისხმიერებაც ექიმების ნანა ძიძიგურის, მაია მაჩიტიძის, რომელთა ყურადღებით მრავალთვიანი მძიმე დაავადებები დაძლია მამამ, მადლიერებას გამოვთქვამთ საეკლესიო საავადმყოფოს პედიატრიული სამსახურის ექიმთა გუნდისადმი, ბ-ნ ზურაბ უბერისა და ლალი არველაძისადმი. ეს საავადმყოფო გამორჩეულია ჰუმანურობით, რაც სახელწოდებითაც აუცილებელია.

 

მედიცინის თვალსაჩინო მოღვაწეთა პატივისცემის ნიშნად, მინდა გამოვყო, ასევე გამორჩეული, ღირსეული პიროვნება, ბ-ნი კოტე ხელაძე, რომელმაც ოპერაციის შემდეგ მამას გაუწია უანგარო და გულისხმიერი დახმარება, რითაც გაუსაძლისი ტკივილი სისხლძარღვთა დაავადების ფონზე, დაძლეულ იქნა.

 

უღრმესი მადლობა ბ-ნ კოტეს დღევანდელი შედეგისთვის და ადრეც გაწეული დახმარებისთვის, როდესაც 2008 წ. მამა ავარიაში მოხვდა და ტვინის შერყევა და ინსულტი დაემართა, ბატონ კოტე ხელაძის (მთავარი ექიმი იყო კლინიკური საავადმყოფოსი) ხელის შეწყობით გადაურჩა სიკვდილს.

 

ამ კონტექსტში პატივისცემას გამოთქვამს მამა ექიმის, ბატონ თემურ ძიძიგურის მიმართ, რომლის გულისხმიერება და კეთილშობილება შეუდარებელია.

 

არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ კეთილშობილება ქალაქის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე დასტაქრებისა, რომელთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე გაწეული დამსახურება პატივსაცემია, ასეთი პიროვნებაა პროფესორი ოთარ მეტრეველი, რომელიც ოჯახს გასაჭირში გულითად და უღრმეს პატივისცემას მიაგებდა. მე პირადად, საუკეთესო სამედიცინო დახმარება გამიწია ბ-ნმა ზაზა ლომინაძემაც. უღრმესი მადლობა მას.

 

მე წელს თვალის ჩინის აღდენისთვის დიდი თანადგომა გამიწია ბ-ნმა გოჩა ალფაიძემ, უკეთილშობილესმა ექიმმა (წმ. ნიკოლოზის სახელობის საავადმყოფოს აღიარებული სპეცილისტის, ცნობილი ოფთალმოლოგ გიორგი ჩიჩუასთან ერთად ოპერაცია გამიკეთა და ენით აუწერელი ბედნიერება მომანიჭა. მადლობა მათ, რადგან ასეთი მონდომებით და წარმატებულად ასრულებთ დიდი ჰიპოკრატეს რჩევას: „უმკურნალე ავადმყოფს და არა ავადმყოფობას“ და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით შედეგიც პოზიტიურია. ასეთი მადლიერება ეკუთვნის ჩვენი უბნის ?2 პოლიკლინიკის მედპერსონალს და ბატონ მერაბ კვიცარიძეს, ?1 პოლიკლინიკის მთ. ექიმს ჩვენდამი გაწეული ყურადღებისათვის.

დიდ მადლიერებას გამოვხატავთ სადაზღვევო კომპანიის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის ზაზა აბულაძის მიმართ.

 

საზოგადოებას  სჭირდება ყველა პროფესიის კარგი პროფესიონალი ადამიანები, ურომლისოდაც ძნელი გახდება ურთულესი ცხოვრებისეული რეალობის სიძნელეთა დაძლევა.

 

მამას შრომა, მისი ნაღვაწ-ნააზრევი მისი წლების მსგავსად უხვია, მაგრამ იგი კიდევ აპირებს გააგრძელოს შემოქმედებითი მუშაობა. იგი მადლიერებას გამოხატავს და დასძენს: „ქველმოქმედება ფართო სფეროა, ფინანსური დახმარება როდია ქველმოქმედება,  ცნების შინაარსიდან გამომდინარე, ქველი, მამაცი, ზნეკეთილი ადამიანის ისეთი ქმედებაა, რაც მადლ-სიკეთის უხვად და უშურველად გაცემაა და ქვეყნისათვის სასარგებლოდ უანგაროდ გაწეული მსახურებაა“. ამ კონტექსტში მამა მადლიერებას გამოთქვამს წიგნების გამოცემაში დახმარებისათვის, რათა ეს ნააზრევი მკითხველამდე მისულიყო.

 

დავასახელებ რამდენიმე მათგანს: მურად ახვლედიანი, ნიკოლოზ კურტანიძე, თემურ ძიძიგური, გურამ გვენცაძე, ესტატე გოგლიჩიძე, თემურ სარალიძე, ამირან მჭედლიძე. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ღავთაძე, საერო ინსტიტუტ „გელათის“ რექტორი პროფ. არჩილ ბუიღლიშვილი და ზოგი სხვა, მადლობა ამ ქველმოქმედებისთვის.

 

ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბოლო დღეებში მამას ამხნევებდნენ და ჯანმრთელობას უსურვებდნენ. შორეული ამერიკიდან.

 

ჯემსი კეპულაძე - ნიუ ჯერსის შტატი, ქ. იუნიონი: „ჩემო საყვარელო მასწავლებელო, ბატონო სიმონ, 94 წელი შეგსრულებია, გილოცავ, გილოცავ, გისურვებ ჯანმრთელობას“.

ასევე ნიუ-იორკიდან შეეხმიანა ჟურნალ „მამულის“ რედაქტორი მანუჩარ კაჭახიძე.

მან კომენტარი გაუკეთა ვიდეოს, რომელიც დაიდო ინტერნეტში მამას საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, სადაც აღწერილია დედას და მამას ამაღელვებელი შეხვედრა.

 

მანუჩარ კაჭახიძე: „ამ ვიდეოს შემთხვევით გადავეყარე ინტერნეტ აბლაბუდაში. ეგ მხცოვანი ადამიანები ჩემთვის სინონიმებია სიტყვა „აღმზრდელისა“. რა თქმა უნდა, ქართული მწერლობის არაერთი თაობის აღმზრდელისა. ესენი გახლავთ ცნობილი პედაგოგები სიმონ არველაძე და მარი ხვედელიძე - ორი განუყრელი გვარ-სახელი.

 

აი, თბილისში რომ გაფრინდნენ ქუთაისის წიაღიდან მათი აღზრდილები და მერე თავს იწონებდნენ საქვეყნოდ - რევაზ მიშველაძე, გივი ალხაზიშვილი, რუბენ ენუქაშვილი, ენვერ ნიჟარაძე და სხვა მრავალი - ყველა მარის და სიმონ არველაძის ხელდასმულები არიან შემოქმედებით დიდ ასპარეზზე გამოსვლამდე.

 

დღეს 94 წლის ღრმა მოხუცი, ნაოპერაციები ქუთაისის საპატიო მოქალაქე მხნედ არის, რადგან მისი ხელი ცხოვრების სიყვარულს, მარი ხვედელიძეს უჭირავს, თან კარგად დააკვირდით, როგორი სიყვარულით!“

 

და ბოლოს, ღრმა მადლიერებას გამოვთქვამთ და დავსძენთ, რომ ზნეობრივი შეგნება და ღირსების გრძნობა ის თვისებებია, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანთა ურთიერთობებში.

 

 

მეგი არველაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია