დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტი იაპონიაში, ნატო და ოკუპაცია
პრეზიდენტი იაპონიაში, ნატო და ოკუპაცია
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 1904
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე
მსგავსი სიახლეები

გიორგი მარგველაშვილი: „...ეს ჩემი ქვეყნის ოკუპაციას ლეგიტიმაციას არ ა’ლევს“

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ საქართველო-იაპონიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. 23-პუნქტიანი ერთობლივი დოკუმენტი ითვალისწინებს დემოკრატიისა და მშვიდობის მხარდაჭერას და ორ ქვეყანას შორის, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ორი ქვეთავი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებს ეთმობა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით, ჩანაწერი მე-18 და მე-19 თავებში გაკეთდა.

 

 

„ორივე მხარე იზიარებს შეხედულებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთში) კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შესახებ, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ასევე ხაზგასმით აღნიშნავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ეფუძნება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ქართული მხარე გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას რუსეთის განზრახვის გამო, დადოს „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან – აფხაზეთის რეჟიმთან. ორივე მხარე ეწინააღმდეგება მრავალმხრივ მცდელობას შეიცვალოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - აღნიშნულია მემორანდუმის მე-18 პუნტში.

 

რაც შეეხება დოკუმენტის მე-19 პუნქტს, ორივე მხარე აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების უფლებების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

 

„განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი უფლება, დაუბრუნდნენ მშობლიურ ადგილებს გაეროს რეზოლუციის შესაბამისად“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ იაპონური მხარე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იზიარებს ქართული მხარის შეშფოთებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამეკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების გეგმასთან დაკავშირებით.

მემორანდუმში ასევე მოხვდა უკრაინის თემა. ორივე მხარე ამახვილებს ყურადღებას კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მნიშვნელობის თაობაზე და ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფება.  ვიზიტის ფარგლებში მან სხვადასხვა შეხვედრები გამართა, მათ შორის სიტყვით გამოვიდა სასაკავას მშვიდობის ფონდში, სადაც განაცხადა, რომ საქართველო არ უყურებს ნატო-ს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გადაჭრის საშუალებას. პრეზიდენტის განმარტებით, საქართველო გადაჭრის ამ პრობლემებს გაცხადებული მშვიდობიანი ფორმატით.

 

„ჩვენ გადავჭრით ამ პრობლემებს არა სამხედრო გზით, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საზოგადოებისა და მოსახლეობის ჩართულობით საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებში“ - განაცხადა მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამის მიუხედავად, არსებობს მაგალითები, როცა ნატო-ს წევრი გახდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ჰქონდათ.

 

„ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები. შეგიძლიათ, აიღოთ ნატო-ს ისტორია და ნახავთ, რომ არ არის მოთხოვნა, ქვეყნებს გადაჭრილი ჰქონდეთ ტერიტორიული პრობლემა. მაგალითად ავიღოთ გერმანია: ის ითვლებოდა ერთ ერად, მაგრამ არსებობდა ორი სახელმწიფო, აქედან ერთ-ერთი ნატო-ს წევრი იყო. მე გავიზარდე საბჭოთა კავშირში, სადაც მეუბნებოდნენ, რომ ნატო არის ჩვენი ძირითადი მტერი და არ არსებობს არანაირი გზა, ვიყოთ მისი პარტნიორები, თუმცა ბოლო 25 წლის განმავლობაში ვნახე, რომ ევროპა იზრდება, ნატო იზრდება, ევროკავშირისა და ნატო-ს საზღვრები კიდევ უფრო უახლოვდება რუსეთს და რუსეთს აქვს ყველაზე მშვიდი საზღვრები ევროკავშირსა და ნატო-სთან,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

მისივე თქმით, რუსეთს აქვს ყველაზე ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირისა და ნატო-ს სახელმწიფოებთან. რუსეთი ჩართულია ერთობლივ სამხედრო პროექტებში ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან, რუსეთს არ აქვს არანაირი სირთულეები, თავს გრძნობდეს კარგად, როდესაც მიდიან სამოგზაუროდ, სავაჭროდ, კულტურული ურთიერთობებისთვის, თუ საცხოვრებლად ევროპაში.

 

„ისინი არიან ძალიან მეგობრულები ევროპელებთან და მათ ეს ურთიერთობები მოსწონთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს უფრო რთულია საქართველოში. ასე რომ, როდესაც მე ვხედავ ნატო-ს და ევროკავშირის გაფართოებას, მე ასევე ვხედავ ძალიან მშვიდობიან პარტნიორობას რუსეთსა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის. მათ ასევე აქვთ სპეციალური ფორმატი რუსეთთან ურთიერთობებისთვის, თუმცა უეცრად ეს საკითხები გახდა მწვავე, პრობლემური საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჭრილში. ეს არ არის რუსეთ-ევროკავშირისა და რუსეთ-ნატო-ს ურთიერთობების გამო, ეს არის გაცხადებული პრივილეგირებული ინტერესების ზონის არსებობის თეორიის გამო, რომელიც განსაზღვრავს, რომ რუსეთს აქვს სპეციალური უფლებები, ინტერესები და შესაძლებლობები თავის მეზობლებთან მიმართებაში. ეს არის მთავარი პრობლემა - მეზობლებთან დამოკიდებულების პრობლემა,“ - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი სასაკავას ფონდში რუსეთ-საქართველოს შორის 2008  წლის  ომსაც  შეეხო.  „შესაძლოა, დაშვებული იყო რაღაც შეცდომები, თუმცა ეს ჩემი ქვეყნის ოკუპაციას ლეგიტიმაციას არ აძლევს“ - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იაპონელი ჟურნალისტის შეკითხვას, ხედავს თუ არა ექსპრეზიდენტის დანაშაულს 2008 წლის ომში.  მარგველაშვილის თქმით, შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტის ან მთავრობის მხრიდან შეცდომები იქნა დაშვებული, თუმცა ეს ომის პირობებში ყოველთვის ხდება.

 

„ასეთი სირთულეები ყოველთვისაა, მაგრამ ნება მომეცით, ერთი მარტივი ჭეშმარიტება გამოვყო, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიებია. საქართველო ვერ გამოუცხადებს ომს რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე. შესაძლოა, დაშვებული იყო რაღაც შეცდომები, თუმცა ეს ჩემი ქვეყნის ოკუპაციას ლეგიტიმაციას არ აძლევს. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაფორმებული იყო ხელშეკრულება სარკოზისა და მედვედევს შორის, რომელიც აყენებდა პრობლემის დარეგულირების საკითხს და არა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების თემას,“ - განაცხადა მარგველაშვილმა იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სასაკავას მშვიდობის ფონდში სიტყვით გამოსვლისას.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია