დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ივანიშვილის კაპრიზი, თუ კანონზე მაღლა არავინ დგას?
ივანიშვილის კაპრიზი, თუ კანონზე მაღლა არავინ დგას?
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1941
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა დაკავებულია. ის 3 ივლისს აეროპორტში დააკავეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი საზღვარგარეთ მიფრინავდა ოფიციალური ვიზიტით, საგამოძიებო ორგანოების აზრით კი ის, უბრალოდ, გაქცევას აპირებდა. გიგი უგულავას  ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და ე.წ. მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა.  

 

როგორც დედაქალაქის ყოფილი მერის ადვოკატმა გიზო უგლავამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მიაჩნია, რომ მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

 

„ყველასთვის სიურპრიზი იქნება ალბათ ის, რომ უკვე დაანონსებულ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და ყალბ დოკუმენტს დაემატა მარნეულის ეპიზოდი, რომელშიც მას ბრალი წარედგინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და იძულებისთის. რა თქმა უნდა, უგულავა თავს არ სცნობს დამნაშავედ, მიიჩნევს, რომ უკანონოდაა დაკავებული. შესაბამისი მოთხოვნა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების შესახებ უკვე დავაყენეთ გამომძიებლის წინაშე. მასალების ნაწილი ახლა გადმოგვეცა, გავეცნობით და თუკი არ გათავისუფლდა, როგორც უკანონოდ დაკავებული, შესაბამისი პოზიციით წარვდგებით სასამართლოდ წინაშე,“ - განაცხადა გიზო უგლავამ.  თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 3 ივლისს, აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება. როგორც მელიამ განაცხადა, უგულავას დაკავება მაშინ, როცა წინ არჩევნების მეორე ტურია, არის პოლიტიკური აქტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დემორალიზაციას და დაშინებას ისახავს მიზნად.

 

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არ და ვერ მოხდება, ამ მეთოდებით შეუძლებელია ჩვენი განადგურება და ფორმიდან ამოგდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც სუბიექტები საარჩევნო პერიოდში იმყოფებიან, ამდაგვარ პოლიტიკურ დაკვეთებს ადგილი არ ჰქონდეს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი პირობები ყველაზე ჩამორჩენილ და განუვითარებელ ქვეყნებშიც კი არ აქვთ ოპოზიციურ ძალებს, ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“. მინდა, ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ არათუ უარს ვამბობთ ბრძოლაზე, პირიქით, როგორც არასოდეს, დღეს ვგრძნობ გაათმაგებულ ენერგიას ჩემს მეგობრებში, გაათკეცებულ მონდომებას, რომ შევიდეთ ამ ბრძოლაშიბ სადაც მოვიპოვებთ გამარჯვებას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

თბილისის მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებს, რომლებიც პირველ ტურში არჩევნებზე არ მივიდნენ, მოუწოდა, ეს შეცდომა მეორე ტურში გამოასწორონ და „უსამართლობას საარჩევნო ყუთებთან გასცეს პასუხი“.

 

გიგი უგულავას დაკავებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის  განცხადებით, კანონზე ზემოთ არავინ დგას, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ჩანაცვლება პროკურატურის და სასამართლოს მანიპულაციებით, ყველგან ძალიან ცუდად მთავრდება. სააკაშვილი გიგი უგულავას დაკავებას, მურთაზ ზოდელავას დაკითხვას და აზერბაიჯანში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს კიევიდან გამოეხმაურა.

 

„ასე თანამედროვე სამყაროში დიდი ხანია, არავინ მოქმედებს. რა თქმა უნდა, კანონზე ზემოთ არავინ დგას, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ჩანაცვლება პროკურატურის და სასამართლოს მანიპულაციებით, ყველგან ძალიან მოკლევადიანია და ყველგან ძალიან ცუდად მთავრდება. ჩვენ არ გვჭირდება საქართველოში ექსცესები და შემდგომი გართულებები... უგულავა დადიოდა, მაგრამ არასოდეს გაჩენია სურვილი სხვაგან დარჩენის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ უგულავას დაკავებით პოლიტიკურ პროცესებს ჩაშლის, არჩევნებში გარდატეხა მოხდება, ხალხი დაშინდება, სხვანაირად მიიღებს გადაწყვეტილებას, ან ჩემზე ან გიგიზე, ან ვიღაცაზე დგას ეს დიდი იდეა და მოძრაობა, მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან არასწორი აზროვნება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

...რა შუაშია აქ პოლიტიკური დევნა?!“

 

ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით კი თბილისის ყოფილი მერის დაკავება სიახლე არ არის, რადგან ამ მიმართულებით გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობს.

„ძალიან ბევრი კონკრეტული თემა არის, რომელზეც ბატონ უგულავას განმარტებების გაკეთება და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ჯერჯერობით არ ვიცნობ საგამოძიებო განცხადებას და უფრო დეტალურად, მათი განცხადების მოსმენის შემდეგ შემიძლია ვისაუბრო,“ - განაცხადა კალაძემ.

 

„როდესაც საუბარია, რომ არსებობს ეჭვი ძალიან სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზე, სახელდება კონკრეტული ციფრები, კონკრეტული ქმედებები, რომლის განხორციელებაშიც ერთი კონკრეტული ადამიანია ეჭვმიტანილი, რა შუაშია აქ პოლიტიკური დევნა?! პოლიტიკური დევნაა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი დაკითხვაზე წაიყვანეს და პატიმრობაში დატოვეს იმ პერიოდით, რა პერიოდითაც სჭირდებოდათ? დარწმუნებული ვარ, ბოლოს სკეპტიკოსებიც დარწმუნდებიან იმაში, რომ კონკრეტული დანაშაულის გამოძიება სამართალდამცავების საქმეა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და რომ პოლიტიკური დევნა აბსოლუტურად უადგილო შეფასებაა,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

 

გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხდება გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია). გავრცელებული და შესწავლილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, როგორც მთელი რიგი გარემოებები მიუთითებენ, სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება სათანადო დასაბუთებლობას და დამაჯერებლობას მოკლებული იყო.

 

კერძოდ, როგორ ცნობილია, ე.წ. „სითი პარკის“ საქმეზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ გ. უგულავას აღკვეთი ღონისძიების სახით არ შეუფარდა გირაო. ასევე არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ე.წ. „სითი პარკის“ საქმეზე არ არსებობდა სასამართლოს მიერ მიღებული რაიმე აქტი, რომელიც უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლებას შეუზღუდავდა.

 

სამართალდამცავი ორგანოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ ბრალდებული გყუგულავა საგამოძიებო სამსახურმა გააფრთხილა, რომ საზღავრი არ უნდა გადაეკვეთა, ხოლო გ. უგულავა არ აპირებდა დამორჩილებოდა ამ მოთხოვნას, რის გამოც მისი დაკავება გამართლებული იყო. ამასთან დაკავშირებით საია განმარტავს:

 

„საქმის მასალებში მართლაც არსებობს 30 ივნისით დათარიღებული  „ოქმი ბრალდებულის გაფრთხილების შესახებ“, სადაც მითითებულია, რომ გ. უგულავა გაფრთხილებულია, რომ „მან არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია“. თუმცა, ეს დოკუმენტი ვერ ჩაითვლება საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლად.“

 

ნათქვამია საია-ს განცხადებაში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არცერთი მუხლი არ აძლევს გამომძიებელს/პროკურორს უფლებას, მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით, სასამართლოს შესაბამისი აქტის გარეშე, შეუზღუდოს პირს გადაადგილების უფლება. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ოქმი მიღებულია მანამ, სანამ ე.წ. „სითი პარკის“ საქმეზე სასამართლო იმსჯელებდა პროკურატურის შუამდგომლობაზე უგულავასთვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. რადგან სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ცხადია, გამომძიებლის მიერ მანამდე შედგენილ „ბრალდებულის გაფრთხილების ოქმს“ ვეღარ ექნებოდა შემაკავებელი ძალა, თუნდაც, რომ მიღების მომენტში მას შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი ჰქონოდა. ასევე, ორგანიზაციის თქმით, აღსანიშნავია, რომ გაფრთხილების ოქმში არ არის მითითებული რომელიმე კანონის რომელიმე ნორმა, რის საფუძველზეც იგი გაიცა. ასევე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების განხროციელების დროს, განუხრელად დაიცვან საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნები და სათანადო დამაჯერებლობით დაასაბუთონ თავიანთი მოქმედებები.

 

„არ გამოვრიცხავ, რომ უგულავას დაკავება მისთვის პოლიტიკური პიარის ნაწილი იყო. სწორედ ამ დაკავების ფორმა, ფონი და ყველაფერ ამის ონლაინ რეჟიმში გაშუქება მაფიქრებინებს, რომ მომხდარი პოლიტიკური კონიუქტიურით იყო განპირობებული არა მხოლოდ  „ნაციონალების“,  არამედ „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეტყობა, აქ მათი ინტერესები დაემთხვა. უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამოცდილება და კვალიფიკაცია გააცნობიეროს, რომ ამ ფორმით უგულავას დაკავება აზიანებს“ - აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი, სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია.

 

 ექსპერტის თქმით, ჩვენი საპროცესო კანონმდებლობა არავის უკრძალავს ქვეყნიდან გასვლას. ჩვენთან არც გაუსვლელობის ხელწერილი არსებობს და არც გადაადგილების შეზღუდვა. ამიტომაც, ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ უგულავას დაკავება მით უფრო უცნაურია. მით უმეტეს, რომ წინა დღეს სასამართლომ უარი თქვა რაიმე აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე.

 

„გაუგებარია უკანსკნელ 24 საათში რა მოიპოვეს ისეთი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვლება, ეს ძალიან სადავო და საეჭვო საკითხია. ისეთი პირი უჩანს, რომ უგულავას დაკავება წინასაარჩევნო კომპანიის კონიუქტურით ნაკარნახევი ქმედებაა“ - მიიჩნევს ქალბატონი ლია მუხაშავრია.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია