დაისვენე კურორტ ახალდაბაში
იხსნება თუ არა ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში კომერციული ფართი?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1810
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

ქუთაისის ცენტრში, წერეთლის ?2-ში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტი“ ფართოვდება. კომპანიამ შენობის ღია აივანი დამცავი ბადით შემოღობა და, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მის ამოშენებას აპირებენ.

აღნიშნული ფაქტი 1 ივლისს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ოგანიზაციამ გააპროტესტა.

„ეს არის მარაზმი და ყველანაირი კანონის და ნორმის დარღვევა, ეს ისტორიული ძეგლია და მის იერსახესთან დაკავშირებული ყველანაირი ცვლილება კულტურის სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს. კეთილი ინებონ და გამოიძიონ, როგორ მოხვდა კერძო საკუთრებაში ფართი, რომელიც არ უნდა გაყიდულიყო. მალე ქალაქში აღარაფერი დარჩება გასაყიდი.

 

არანორმალურია, რომ ყველაფერი ბიზნესად ვაქციოთ,“ - აცხადებს გოგი წულაია.

წულაია მოუწოდებს ახალ საკრებულოს, დაინტერესდეს ამ საკითხით. მისი თქმით, დეპუტატები ჯერაც ნირვანაში არიან და სჯობს გამოფხიზლდნენ.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქალაქის დაგეგმარების და ურბანული განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრო მარჯანიშვილმა. მისი თქმით, შენობა საკმაო ისტორიის მქონეა და ქალაქის რეალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ის არ არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლთა ნუსხაში.

 

„ეს შენობა გასულ საუკუნეში სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა განმეორებით გასხვისდა და დღეს კერძო საკუთრებაშია. ამ შენობის სახეცვლილება შემინვაში გამოიხატება, რაც მისი პატრონის სურვილის შესაბამისად ხდება და ასევე ამ შენობის იერსახე მოედანზე არსებული TBS ბანკის შენობის გამოძახილი იქნება,“ აცხადებს ანდრო მარჯანიშვილი.

 

მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ გარევაჭრობას და სადისპეტჩეროსაც აპროტესტებს. მათი თქმით, ასეთი სიმახინჯის დაკანონება ქალაქში დაუშვებელია, მერიაში კი პასუხობენ, რომ არსებობს გარევაჭრობის დარეგულირების კანონი, რასაც მალე იგრძნობს ქუთაისის მოსახლეობა.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია