დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქართული ჟურნალისტიკის დღე ქუთაისში
ქართული ჟურნალისტიკის დღე ქუთაისში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 6042
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე ერთობლივად დააწესეს. მას შემდეგ, ყოველწლიურად, 21 მარტს, საქართველოში „ქართული ჟურნალისტიკის“ დღეს აღნიშნავენ. წელს ქართული ჟურნალისტიკა იუბილეს ზეიმობს. ის 195 წლისაა.

 

ჟურნალისტიკის დღედ 21 მარტის დაწესება დაკავშირებულია იმასთან, რომ 1819 წლის სწორედ ამ დღეს თბილისში პირველი ქართულენოვანი გაზეთი დაარსდა. მას ჯერ „საქართველოს გაზეთი“, ხოლო შემდეგ „ქართული გაზეთი“ ეწოდებოდა.
საყურადღებოა, რომ ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემათა ისტორია „საქართველოს გაზეთით“ იწყება. „საქართველოს გაზეთი“ იმდროინდელ საქართველოში ერთადერთი ქართულენოვანი პერიოდული გამოცემა იყო.

 

***

 

ჟურნალისტიკის დღეს ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებაც ტრადიციულ მიღებას აწყობს ხოლმე ქალაქის მედიის წარმომადგენლებისათვის. ამჯერად  მეოთხე ხელისუფლებას პირველი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ  მიულოცეს პროფესიული დღესასწაული და წარმატებები უსურვეს.

 

 

***

 

ჟურნალისტიკის დღე სადღესასწაულო მიღებით აღნიშნეს ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაშიც.

 

 აქ ძველი და ახალი თაობის ჟურნალისტებს უმასპინძლეს.

 

ცნობილი ჟურნალისტის, ნანული ცხვედიანის ინიციატივით ბიბლიოთეკაში შეკრებილ სტუმრებს სკაიპის საშუალებით მიმართა ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა მანუჩარ კაჭახიძემ.

 

მანუჩარ კაჭახიძე  წლებია, რაც ამერიკაში ცხოვრობს  და ხელმძღვანელობს მის მიერ დაარსებულ ქართულ გაზეთს,  „მამული“.  მანუჩარმა აუდიტორიას მის მიერ შეგროვილი ქართული  კოლექცია გააცნო, დაათვალიერებინა „მამულის“ რედაქცია და ამერიკაში არსებული ერთადერთი ქართული ეკლესია.

 

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ მედიის წარმომადგენლები, აფხაზეთის ომში მომუშავე ჟურნალისტები. გაიმართა ვიქტორინა, ვიქტორინაში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია