დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თვითმმართველობის კანონპროექტს ნაჩქარევად შედგენილს უწოდებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თვითმმართველობის კანონპროექტს ნაჩქარევად შედგენილს უწოდებს
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 2006
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

არასამათვარობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებს გააცნეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტები თვითმმართველობის კანონპროექტს უარყოფით შეფასებას აძლევენ და ამბობენ, რომ მთავარი ხარვეზები, რის გამოც საჭირო გახდა კოდექსის შეცვლა, კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის.

 

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პირდაპირი წესით მოხდება მერისა და გამგებლის არჩევა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და გარანტი რეალური თვითმმართველობის მიღების. მთავარი მინუსი ამ კანონპროექტის, არის ის, რომ საკრებულოს მერის ლეგიტიმაციის საკითხის დაყენება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია და, რაც მთავარია, ამის  უფლება  წელიწადში რამდენჯერმე ექნება. ქუთაისის მაგალითი ყველაზე კარგი საშუალებაა იმის წარმოსადგენად, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ საბოლოოდ ასეთი სახით შევა კანონი ძალაში,“ - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი თეონა ზაქარაშვილი. მისი თქმით, ისინი კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფს სთავაზობენ რეკომენდაციას აპელაციის სასამართლოს ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც შეისწავლის მერისა თუ გამგებლის ლეგიტიმაციის საკითხს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე.

 

ორგანიზაციას ასევე შენიშვნები აქვს თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით. მათი თქმით, კანონპროექტი ბუნდოვანია ბიუჯეტში ადგილობრივი შემოსავლების განაწილებასთან მიმართებაში. კერძოდ, არ არის დაკონკრეტებული საშემოსავლო გადასახადის  რამდენი პროცენტი რჩება ადგილზე და რამდენი მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში.

 

ბუნდოვანს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია გუბერნატორის ფუნქციებთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც.  მხარის რწმუნებულს ახალი კოდექსით ფუნქციები შეეზღუდება და რჩება მხოლოდ ეკონომიკური ჩართულობა, თუმცა, იურისტების თქმით, კანონპროექტში არ არის დაკონკრეტებული როგორ უნდა მოხდეს მისი ჩართვა ამ მიმართულებით.

 

ერთ-ერთი მთავარი შენიშვა კი, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თვითმმართველობის კანონპროექტთან დაკავშირებთ აქვს, არის ის, რომ პროექტი მომზადდა მოკლე ვადებში.

 

„კანონპროექტი დაწერილია ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში, მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით და არა პრაქტიკული გათვლებით. ჩვენი მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ არ უნდა ვიჩქაროთ,“ - აცხადებენ იურისტები.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია