დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პუტინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრისაკენ მოიწევს
პუტინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრისაკენ მოიწევს
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1851
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ოფიციალური ხელშეკრულების მომზადება დაავალა. 

 

„დაევალოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამართოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის მხარესთან და მოლაპარაკებების შედეგად რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას,“ - ნათქვამია რუსული მედიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად უკვე გამოხატა პროტესტი ამასთან დაკავშირებით. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტი ცხინვალსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.

„ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა. შესაბამისად, ამ დოკუმენტს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ბათილად იქნება ცნობილი,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საგარეო უწყებამ რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ სახელმწიფო საზღვრის შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე შეიტყო, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ასეთი დოკუმენტის მიღება უკანონოა, თუმცა, ამ ტიპის გადაწყვეტილება პირველი არ არის.

„პირველი არ არის ამ ტიპის გადაწყვეტილება, როცა რუსეთი ოკუპაციას განაგრძობს და ბუნებრივია, ეს უკანონოა. რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ არსებობს. ეს არის საქართველო-რუსეთის საზღვარი, შესაბამისად, ამგვარი დადგენილების მიღება უკანონოა, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და მას მსოფლიოში არავინ აღიარებს. დადგენილება უბრალო ქაღალდი იქნება, შესაბამისად, ეს არაფერს ნიშნავს,“ - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

„არანაირი სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს. ცხინვალთან არის მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვარი, სადაც უკანონოდ ივლება მავთულხლართები რუსეთის მიერ. რუსეთი ყოფს ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ,“ - აცხადებს ზურაბ აბაშიძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში მიიჩნევს, რომ საქართველომ ამის თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია