არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრ-“მა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა . აღნიშნული ორგანიზაცია ამა წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს „ვიაროთ ერთად“/ „Steptogether”, რომლის მიზანია საქართველოში მყოფი უცხოელების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
შეხვერა ჩატარდა უცხოელთა მიმართ დამოკიდებულების განსაზღვრის, ხოლო მეორე მხრივ, უცხოელთა იტეგრაციის ხარისხის გარკვევის მიზნით. შეივსო შესაბამისი კითხვარები შემდგომი ანალიზისთვის. ასევე გაიმართა დისკუსია ინტეგრაციის სირთულეების და მათი გადალახვის გზების ძიებისათვის.
შეხვედრას უძღვებოდნენ გიორგი გოგიშვილი ა(ა)იპ „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნათელა მჟავანაძე ა(ა)იპ „მიგრაციის ცენტრის“ პროექტების კოორდინატორი და ნუგზარ კოხრეიძე ა(ა)იპ „მიგრაციის ცენტრის“ იმერეთის რეგიონის კოორდინატორი.
„მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი გოგიშვილის ინფორმაციით, მათი ორგანიზაცია მიმდინარე წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს „ვიაროთ ერთად/ Steptogether“, რომლის მიზანია საქართველოში მყოფი უცხოელების ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტი დაფინანსებულია ფონდის “ღია საზოგადოება“ მიერ.
საქართველოს ლიბერალურმა საემიგრაციო პოლიტიკამ უფრო მიმზიდველი გახადა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ამჟამად საქართველოში ასი ათასამდეუცხო ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს. თუმცა ემიგრანტებისრიცხვის მუდმივი ზრდის მიუხედავად, მათი ინტეგრაცია არ ყოფილა სახელმწიფოს პოლიტიკის პრიორიტეტი.
საქართველოს მოსახლეობის მხრიდან კი უცხოელთამიმართ სულ უფრო ნეგატიური დამოკიდებულება ყალიბდებოდა. მოსახლეობის ნაწილი ემიგრანტებს აღიქვამს,როგორც ფინანსურად ძლიერ კონკურენტებს, იმ ფონზე, როცა ქვეყნის მოსახლეობის ძირითადნაწილს საკმაოდ მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა აქვს.
გარდა ამისა, ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მიგრანტები მათი განსხვავებული კულტურისა და რელიგიური კუთვნილების გამო, წარმოადგენენ საფრთხეს ქართული იდენტობისთვის. მსგავსი ჯგუფები ადვილად ექცევიან პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ და მონაწილეობენ ქსენოფობიურ კამპანიებში, რომელშიც აშკარად იკვეთება რასისტული და ფაშისტური იდეები.
ხშირ შემთხვევაში თვითონუცხო ქვეყნის მოქალაქეებიარ ავლენენ საკმარის ინტერესს ადგილობრივი ენის შესწავლის, ტრადიციებისა და კულტურის მიღებისადმი.ეს ყოველივე კი განსაკუთრებით შესამჩნევია აზიელდა აფრიკელ იმიგრანტებში, რაც საბოლოოდ თვითიზოლაციას იწვვევს და შესაბამისად მათ არ აქვთ საშუალება სათანადოდ ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებით.
2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიასადა მის თანმდევ 2018წლის სამოქმედო გეგმაში პირველად არის გაწერილი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ინტეგრაციის მიმართულება და ისახება კონკრეტული ამოცანები იმიგრანტთა სამოქალაქო ჩართულობისა და ინტეგრაციის შესაძლებლობების შექმნისა და გაუმჯობესებისათვის.
„მიგრაციის ცენტრის“ პროექტების კოორდინატორის, ქალბატონ ნათელა მჟავანაძის აზრით, უცხოელთა სხვადასხვა ჯგუფების სიღრმისეული კვლევა და მათთან ინტენსიური ურთიერთობა იქნება წარმატებული ინტეგრაციის პოლიტიკის წინაპირობა. აღსანიშნავია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნის როლი ინტეგრაციის პოლიტიკის წარმართვაში.
მიგრაციის ცენტრის პროექტი - „ვიაროთ ერთად“, აქცენტს აკეთებს უცხოელთა ინტეგრაციაზე და მიზნად ისახავს:
- მუშაობას უცხოელ და ადგილობრივ მოქალაქეებთან ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;
-ინტეგრაციის პლატფორმის ჩამოყალიბებას და ეფექტური ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას;
- უფასო და კონფიდენციალურ კონსულტაციებს სოციალურ და იურიდიულ საკითხებზე (პირდაპირი, სატელეფონო, დისტანციური კონსულტაციები);
- უცხოელთა საინიციატივო ჯგუფებისა და დიასპორული/არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობას;
- ერთობლივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას უცხო ქვეყნის მოქალაქეების ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის;
- ადგილობრივებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულების შესწავლა- გააანალიზებას.
პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო,მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), უმაღლესი სასწავლებლები, საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია და რადიო, იმერეთის მედია სახლი „პოსტსკრიპტუმი“, აჭარის ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.
ეთერ ჩუმაშვილი