დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რას გვპირდებიან ასტროლოგები - როგორი იქნება 2018 წელი?
რას გვპირდებიან ასტროლოგები - როგორი იქნება 2018 წელი?
სულ ნანახია 1010
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

აღმოსავლეთის ფილოსოფიაში თითოეული წელი გარკვეული ცხოველის თანხლებით მიმდინარეობს. ლეგენდის თანახმად, მათ პატივი ერგოთ, გამხდარიყვნენ 12-წლიანი ციკლის ერთ-ერთი წლის მფარველები.

 

ჩინური კალენდრით, 2018 წელს ყვითელი ძაღლის წელი დადგება. ძაღლი ყოველთვის იყო ერთგული მეგობარი, კარგი თანამოსაუბრე და მკაცრი მოსამართლე. მომავალი წელიც ამ მფარველი ცხოველის ნიშან-თვისებების შესატყვისად ჩაივლის, ამიტომ ყველა ნიშნისთვის გარანტირებული იქნება წარმატება და იღბალი.

ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, დადებითი ტენდენციები შეეხება არა მხოლოდ კარიერულ ზრდას, არამედ პირად ცხოვრებასაც. მხოლოდ საჭიროა, მიზნისკენ აიღოთ გეზი და შედეგიც საოცარი იქნება.

როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, 2018 წელი, ყვითელი ძაღლის წელიწადი - საკმაოდ მშვიდი, ჰარმონიული და ნაყოფიერი იქნება. ამ წელს ადამიანები გაცილებით უფრო ტოლერანტულები, გამგებიანები და დიპლომატიურები გახდებიან ერთმანეთის მიმართ. ზოგადად მსოფლიოში წამოიწევს წინ ჰუმაურობის, საყოველთაო ძმობის და კაცთმოყვარეობის ტენდენცია.
ყვითელი ძაღლის წელი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ე.წ. "ღუზის ჩაშვების" და ნანატრი სიმშვიდის მოპოვების წელიწადი იქნება. ძალიან ბევრ ჩვენგანს ზუსტად ამ წელს მიეცემა შანსი შეიძინოს ნანატრი სახლი, დაოჯახდეს და იპოვოს ბოლოს და ბოლოს ის კომფორტი და სულიერი წონასწორობა, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ პოულობდა.

ტოლერანტულობის კოეფიციენტი გაიზრდება სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანებს შორის კომუნიკაციაში. პოლიტიკურ სარბიელზე კი რეალურად გაჩნდება შანსები, რომ აქამდე არსებული მწვავე კონფლიქტები გაცილებით უფრო მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მოგვარდეს.

არაჩვეულებრივი წელია მოგზაურობისთვის და შემეცნების კუთხით. არ არის გამორიცხული ამ წელს მსოფლიომ იხილოს ახალი ტექნოლოგიები და პრეპარატები, რომელიც დიდ როლს ითამაშებს სამომავლოდ ჯანდაცვის სისტემაში.
უმართლებთ ადამიანებს ვისი ხასიათის თვისებებიც გამოირჩევა: სიმშვიდით,მეგობრულობით, მოთმინებით,ერთგულებით, პრაქტიკულობით,შრომისმოყვარეობით, ლოგიკური აზროვნებით, მიზანდასახულობით.

2018 წელი ოპტიმიზმისა და პოზიტიური განწყობის წელია.

ძაღლის წელს დაბადებულებისთვის 2018 წელი წარმატებული იქნება ნებისმიერ წამოწყებაში, ეხება ეს იმიჯისა თუ პროფესიის შეცვლას, ქორწინებას; ასე რომ, იმოქმედეთ!

ვირთხებს ბევრი მუშაობა მოუწევთ. ეს წელი რთული იქნება მათთვის, სამაგიეროდ, მუშაობის შედეგებით კმაყოფილი დარჩებიან. მთავარია, არ დაზოგონ დრო და არ იზარმაცონ!

ხარისთვის 2018 წელი სიურპრიზს ამზადებს ეს ან ფულადი მოგება ან კარიერული წინსვლა იქნება. მათთვის პირად საკითხებში ბედნიერი თვე ნოემბერი იქნება.

ვეფხვებს 2018 წელი საკუთარი პოტენციალის რეალიზებასა და ნიჭის წარმოჩენაში შეუწყობს ხელს; ამაში კი მათ ძაღლი დაეხმარება არ შეუშინდეთ სიახლეებს, თამამად იარეთ წინ, მიზნისკენ!

კურდღელი (კატა) მთელი წელი ნებისმიერ საქმეში გამარჯვებებისკენ, პირველობისკენ სწრაფვას შეალევს. მთავარია, ზედმეტი არ მოუვიდეს და მაშინ მათი შრომა ნამდვილად დაფასდება!

დრაკონები ძაღლის წელიწადში ახალ მეგობრებს შეიძენენ. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ყურს დაუგდებენ და რჩევებს ჰკითხავენ. ისინი სიმშვიდისა და სულგრძელობის ტალღაში ჩაიძირებიან!

გველებისთვის ეს წელი თვითგანვითარების კუთხით უჩვეულო იქნება. ისინი შეძლებენ საკუთარი პიროვნების ახალი საზღვრების გახსნას, ნეგატიური ასპექტების დამუშავებას, რომლებიც მათ განვითარებას უშლის ხელს და უფრო ბრძენი და მომთმენი გახდებიან.

ცხენებს მშვიდი და სასიამოვნო წელი ელოდებათ. ერთადერთი პრობლემა მათთვის        ჯანმრთელობა იქნება. რასთან ხუმრობაც ნამდვილად არ ღირს. ძაღლი ურჩევს, არ გადადონ მკურნალობა და საერთოდ, ეს საკითხი პირველ ადგილზე დააყენონ.

თხებისთვის (ცხვარი) ეს ეტაპი წარმატებით ჩაივლის. ისინი ამ წელში თავდაჯერებულნი იქნებიან, საკუთარ ემოციებს მთლიანად დაიქვემდებარებენ. მათ წლის შუა პერიოდში რამდენიმე უჩვეულო შეხვედრა ელოდებათ.

მაიმუნებს ერთ ადგილზე რა გააჩერებთ; მათ სულ ცვლილებები და თავგადასავლები სწყურიათ. მაგრამ ფორტუნამ მათ საკუთარი გეგმები მოუმზადა. მათი წელი ჩაივლის ლოზუნგით: „სწავლა, სწავლა და კიდევ ერთხელ სწავლა", ასე რომ, შეხვედრები და ახალი ნაცნობობა მეორე პლანზე გადაიწევს.

მამლებს უზენაესმა ძალებმა საკმაოდ მოულოდნელი საჩუქარი მოუმზადეს, რომელიც მათ ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის. ისინი მიიღებენ არნახულ შესაძლებლობებს, ასე რომ, შანსი არ უნდა გაუშვან!

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია