დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპეციალურმა კომისიამ ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორია შეისწავლა
სპეციალურმა კომისიამ ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორია შეისწავლა
სულ ნანახია 1330
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ბორჯომის ხეობაში აგვისტოს თვეში ნახანძრალ ტერიტორიაზე კომისიამ საველე გასვლა განახორციელა. კომისიამ ხანძრით დაზიანებული ტერიტორიები დეტალურად შეისწავლა და დაადგინა 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძრით მოცული ტერიტორიის ზუსტი ფართობი, დაზიანების კატეგორიების მიხედვით, არსებული ნიადაგური და გეოლოგიური მდგომარეობა ნაკვეთების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული განადგურებული ფლორა/ფაუნა და მიყენებული ზიანი.

შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება დასკვნები და რეკომენდაციებინახანძრალ ტერიტორიაზე ტყის აღდგენის დაწყების პროცესებზე, განსახორციელებელი ღონისძიებების ვადებსა და პერიოდზე.

ეროვნული სატყეო სააგენტოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით სექტემბერ-ოქტომბერში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე წინასწარი შეფასებებიც განხორციელდა.

კომისია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი პროფილის სპეციალისტებთან ნერთად, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებიც შედიან.

 

ბორჯომის ხეობაში ხანძარი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გაჩნდა, ხანძრის ქრობის პროცესი 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წინასწარი მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰა-სშეადგენს, საიდანაც 525 ჰა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის  შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია