დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გედევან ფოფხაძე: „მე მგონია, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი არა მოწევის, არამედ მწეველების წინააღმდეგ“
სულ ნანახია 1407
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

მიუხედავად დიდი კამათისა და  აზრთა სხვდასხვაობისა,  "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტი საქართველოს IX მოწვევის პარლამენტმა მე3 მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე პარლამენტარების ხმები ასე გადანაწილდა:85 მომხრე 1 წინააღმდეგი. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა გედევან ფოფხაძემ.

 

აღნიშნული კანონის ინიციატორი პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძეა.

კანონპროექტით, მკაცრად იკრძალება თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, საჯარო სივრციდან მოწევა დაშვებული იქნება მხოლოდ რამდენიმე ობიექტში, მათ შორის, სამორინესა და სიგარაბარში, თუმცა, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ სალიცენზიო პირობებს. თამბაქოს მოწევა ასევე აიკრძალება ღია სივრცეებში და სტადიონებზე. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეტაპობრივად შევა ძალაში, 2018 წლის 1 მაისიდან კი მოხდება სრული აკრძალვა.

„ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის შედეგადაც საქართველო გახდება  ქვეყანა, სადაც იქნება თამბაქოსგან თავისუფალი სივრცე და სადაც არამწეველთა უფლებები იქნება  დაცული.  ამ კანონით, ასევე, დავიცავთ არასრულწოვანებს მოწევის საფრთხისგან6“ - განაცხადა კანონის ავტორმა გუგული მაღრაძემ.

ჩენ ასევე ვესაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის კოიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პარლამენტის წევრს,  გედევან ფოფხაძეს, რომელმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

„მე მგონია, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი არა მოწევის, არამედ მწეველების წინააღმდეგ. რაც არასწორია. უფლებრივად ამ ადამიანებსაც აქვთ უფლება, მოწიონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მავნე ჩვევაა. რეგულაციებით ადამიანების ჩაყენება ასეთ მდგომარეობაში, ცოტა არ იყოს, დისკრიმინაციაა.“ - გვითხრა გედევან ფოფხაძემ.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია