დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქუთაისის აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ აეროპორტებს შორის მოხვდა
ქუთაისის აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ აეროპორტებს შორის მოხვდა
სულ ნანახია 1238
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ვებგვერდი curbed.com მსოფლიოში ყველაზე ლამაზი აეროპორტების სიას აქვეყნებს. სტატიის მიხედვით, საინტერესო დიზაინის მქონე აეროპორტების აშენების, ან უკვე არსებულის მოდერნიზების ტენდენცია კვლავ აქტუალურია. ამისი დასტურია აშშ-ში არსებული ნიუ-ორლეანის, ტამპას, ორლანდოსა და ლოს-ანჟელესის აეროპორტები.

საინტერესოა, რომ სიაში ქუთაისის აეროპორტიც გვხვდება. „დიდი ფანჯრები ნათელ ინტერიერს ქმნიან, საიდანაც კავკასიონი ჩანს, ხოლო ტერმინალის ცენტრში არსებული, ხის მსგავსი სტრუქტურა, მგზავრების შეკრების ადგილს წარმოადგენს. აეროპორტის არქიტექტორმა, ბენ ფან ბერკელმა, შენობაში დიდი, გაშლილი სივრცეები დააპროექტა, რაც ძველ მატარებლის სადგურებს მოგვაგონებს," აღნიშნულია სტატიაში.

 

გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი აეროპორტების სრულ სიას:

1. ბაქოს ჰაიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (აზერბაიჯანი);

2. დენვერის საერთაშორისო აეროპორტი (აშშ);

3. მადრიდის ბარახას საერთაშორისო აეროპორტი (ესპანეთი);

4. კანსაის საერთაშორისო აეროპორტი (იაპონია);

5. პეკინის საერთაშორისო აეროპორტი (ჩინეთი);

6. ჩატრაპატი შივაჯის საერთაშორისო აეროპორტი (ინდოეთი);

7. კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტი (მალაიზია);

8. მარაკეშ მენარას აეროპორტი (მაროკო);

9. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (საქართველო);

10. შენზენის საერთაშორისო აეროპორტი (ჩინეთი);

11. პულკოვოს აეროპორტი (რუსეთი);

12. დედოფალი ელიას საერთაშორისო აეროპორტი (იორდანია).

 

 

curbed.com

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია