დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისები სოფლიდან გაუსვლელად
დრო, როგორც რესურსი, ყოველთვის განსაკუთრებული იყო ადამიანისთვის. მისი ეკონომიური და ეფექტური გამოყენება ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. დროის გონივრული მენეჯმენტში ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოება-მიღება და საჭიროებისამებრ გადაგზავნა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიუანსია.
„აწარმოე საქართველოში“ - ჩანასახშივე მკვდარი სახელმწიფო ინიციატივა?
აღსანიშნავია, რომ მიკრო და მცირემეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას მეწარმეების ფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოიპოვონ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე).“ ჩვენ დავინტერესდით ამ პროექტით. გამოკითხვა ჩავატარეთ სოციალურ ქსელსა და რეალურ აპლიკანტებში.
ნოდარ ებანოიძე: „ვფიქრობ, ხარაგაულის თვითმმართველობა არაეფექტურად მუშაობს!“
ინტერვიუ ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან
როგორ დავაფუძნოთ კოოპერატივი?
საქართველოში ძალიან ბევრი იმპორტული საკვები პროდუქტი შემოდის. ჩვენს ქვეყანას სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო რომ აქვს ბევრ ქვეყანასთან, ამის მიზეზი, ნაწილობრივ, საზღვარგარეთული აგროპროდუქციის მოცულობის სიდიდეა. სასურველია სამამულო პროდუქციის წარმოების გაზრდა, რასაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მოჰყვება, ეს კი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს და ნეგატიური სტატისტიკაც მოიკლებს.
ქართველმა ემიგრანტებმა მოსწავლეებისთვის სპექტაკლი შეიძინეს
მიმდინარე წლის 30 მაისს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში ქალაქ საჩხერის სამივე საჯარო სკოლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის
რამდენი დღის ცენტრი ექნება ხარაგაულს?
ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით საქართველომ უნდა მოახერხოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის გარემოს ადაპტირება, მისცეს შშმ პირებს თვითრეალიზაციის საშუალება, ამ ყველაფრისათვის ყველაზე მეტად საჭიროა ე.წ. დღის ცენტრების და სოციალური საწარმოების სრულფასოვანი მუშაობა. სწორედ დღის ცენტრებმა უნდა მოახერხოს არასრულწლოვან ბენეფიციართა რეაბილიტაცია, აბილიტაცია და არაფორმალური განათლება. ცალკე საკითხია სოციალური წარმოება და მეურნეობა. უკვე ბევრ მუნიციპალიტეტში მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩამოყალიბებული დღის ცენტრები. არსებობს რეგიონები, სადაც ამგვარი ტიპის ორგანიზაციები არ არსებობს და შშმ პირები რჩებიან ყველა იმ სერვისის გარეშე, რომელსაც სახელმწიფო ვაუჩერულად აფინანსებს.
120-ე სეზონის პირველი პრემიერა ჭიათურის თეატრში
ჭიათურის დრამატულ თეატრს გასული წლის დეკემბერში საიუბილეო ასაკი შეუსრულდა, თუმცა არ აღნიშნულა, რადგან თეატრის ხელმძღვანელობა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა შეთანხმდა იმ საკითხზე, რომ 2015 წელი იქნებოდა საიუბილეო. თეატრი საჭიროებს შენობის მნიშვნელოვან რეაბილიტაციას (დარბაზი, სცენა, სკამები) და ნაწილობრივად - რეკონსტრუქციასაც. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მამუკა ცერცვაძის, აზრი, რომ ჭიათურაშიც უნდა იყოს მცირე დარბაზი, მოწონებულია მსახიობების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაყურებელთა მხრიდან. მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 70 ათასი ლარით ჭიათურის გამგებელი სცენის რემონტს გეგმავს, თუმცა, კულუარულად საუბრობენ შენობის მთლიან რეაბილიტაციაზეც.
მაწანწალა ცხოველები ურბანულ ტერიტორიებზე
psnews.ge-ს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ჩხარტიშვილი ურბანული ეკოსისტემის ობიექტების უზედამხედველო ცხოველების (ძაღლებისა და კატების) რიცხოვნობის რეგულირების აუცილებელი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა.
გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მიწა კანონიერად დარეგისტრირებული
რისი ცოდნა გჭირდებათ საჯარო რეესტრში მიწის დასარეგისტრირებლად
მარკუს მეტრეველი: „საკუთარი დაგვეფასებინა, პირველ რიგში...“
როცა სვამენ კითხვა, როგორ მდგომარეობაშია ქართული თანამედროვე ხელოვნება, ცალსახა პასუხს იძლევიან: როგორც ყველაფერს საქართველოში, ხელოვნებასაც კრიზისული პერიოდი აქვს. სახელოვნებო სფეროდან ყველაზე უკეთეს პირობებში, წესით, შოუბიზნესი უნდა იყოს, თუმცა, ჩანს, რომ ამ სფეროშიც არასახარბიელო მდგომარეობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით მომღერალი მარკუს მეტრეველი საკუთარ აზრს ჩვენთან აფიქსირებს.
«12345»
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია