ქუთაისის ოპერის თეატრი ინგრევა
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომლის რეკონსტრუქციისთვის 4 მილიონამდე ლარი გამოიყო, დღეს კედლები იშლება, შპალერი იხევა და წვიმის დროს ფანჯრებიდან წყალი შედის. თეატრის დირექტორის, ხატია ვედმედევას განცხადებით, იგი აპირებს ს/ს „დაგ“-ს, რომელმაც თეატში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, სასამართლოში უჩივლოს.