ჯადოსნური ფერები „ჯადოსნურ სამყაროში“
ყოველთვის, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე ვფიქრობ, მახსენდება ერთი ეპიზოდი. ზაფხულის ერთ დღეს მეგობრები სკვერში ვისხედით და ვსაუბრობდით, ჩვენს წინ პატარა ბავშვები ატრაქციონზე თამაშით ირთობდნენ თავს, პერიოდულად რომელიღაც პატარა მიატოვებდა თამაშს, მიირბენდა ორსართულიანი შენობის სადარბაზოსთან და გულწრფელი ღიმილით ხელს უქნევდა ვიღაცას.