დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თავისუფლების წყურვილი
საქართველოს პრეზიდენტი:"9 აპრილი ჩვენთვის უფრო მეტად გამარჯვების სიმბოლოა, ვიდრე - ტრაგედიისა!.."
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2023/04/09 00:44:00

 თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა 9 აპრილისა და და 7-8 მარტის აქციების მონაწილე ქალებს - ნანა მახარაძესა და ნანა მალაშხიას.

ნანა მახარაძეს ღირსების მედალი გადაეცა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის, ხოლო ნანა მალაშხიას საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის 

 

აქვე გთავაზობთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისასალმებელ სიტყვას, რომლითაც მან შეხვედრის მონაწილეებს მიმართა:


"მოგესალმებით! პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ ბზობაც და 9 აპრილიცორი დიდი, საეკლესიო და საერო დღესასწაული, და ეს დამთხვევა ალბათ, არ არის რამეთუ ბზობას მოჰყვება ვნების კვირა და აღდგომა.  9 აპრილს კი, რომელიც ერთი მხრივ, არის ტრაგედიის დღე, მოჰყვება დამოუკიდებლობის აღდგენა. ორივე ერთგვარად გამარჯვების აღნიშვნაა და მინდა ეს გამარჯვება მოგილოცოთ თქვენ.

 

რა არის ჩვენთვის 9 აპრილი? ეს, პირველ რიგში, უფრო მეტად გამარჯვების სიმბოლოა, ვიდრე ტრაგედიისა, ამიტომ უნდა ვიზეიმოთ 9 აპრილი და არა ვიგლოვოთ, იმის მიუხედავად, რომ მართლაც ტრაგედია იყო. სამწუხაროდ, უსის ჩექმა და რუსის სისასტიკემ, იმ დღეს, პირველ რიგში, მიზანში ქალები ამოიღო. ეს გამარჯვება ყველასია, რადგან 9 აპრილი ერთიანობისა და ერთობის სიმბოლოა. იქ რომ არ ყოფილიყო ერთად მდგარი საქართველო, არაფერი მოჰყვებოდა 9 აპრილს. ერთად მგდარი, რომ იყო საქართველო ამას მიხვდა ზვიად გამსახურდია და ამიტომ იყო 31 მარტ რეფერენდუმი, რომელიც ასევე ჩვენი ერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, რასაც მოჰყვა მეორე 9 აპრილი - დამოუკიდებლობის აქტი და 26 მაისი - ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა, აღდგენა იმ გაგებით, რომ  ჩვენი სახელმწიფო პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ იქნა ცნობილი  და გავაუქმეთ მონობის 70 წელიმაგრამ არ დავივიწყეთ, არ დავივიწყეთ, რადგან 9 აპრილი ყველა ჩვენი ბრძოლისა და ომის გაერთიანებაა, სადაც ქართველები თავიანთი იდენტობის, ენის, რწმენისა და მომავლისთვის იბრძოდნენ. აღარ ჩამოვთვლი წლებს და თარიღებს, მაგრამ მინდა, რომ როცა ვიხსენებთ 9 აპრილს, მასთან ერთად გავიხსენოთ ყველა და ფეხზე ადგომითა და წუთიერი დუმილით პატივი მივაგთ მათ ხსოვნას.

 

მინდა გაგიზიაროთ ერთი ჩემი არახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არასოდეს ვკარგავ. ამის შესახებ, რამდენიმე წლის წინუკვე მივწერე თბილისის მერს და სხვებს, რომ ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გადაკეთდეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ყველა ჩვენი ბრძოლის ერთიან მემორიალად და აქ გაერთიანებული იყოს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველა ადამიანი.

 

თუ ჩვენ ცოცხლად გაერთიანება გვიჭირს, შეიძლება ამ მემორიალში გაერთიანებული ვიყოთ და ესეც ძალიან დიდი ნიშანი იქნება და სხვათა შორის, უფრო ღირსეული. ან უცხოელ სტუმრებს, ან ჩვენს მოწაფეებს მივიყვანთ იქ და ავუხსნით რა არის საქართველოს ისტორია და რა იყო ჩვენი ისტორიის ღირსეული ფუცლები.

 

9 აპრილი ასევე, ჩვენი მომავლის სიმბოლორადგან 9 აპრილი, როგორც ერთგვარად ორსახოვან ღვთაება იანუსი - ორი სახე, ერთი, რომელიც წარსულში იყურება და იქ თავის ფუძესა და თავის ძალას პოულობს - ეს არის ქართული ეროვნული იდენტობა და მთელი ჩვენი წარსული და მეორეთი იყურება წინ, იყურება მომავლისკენ და ამისთვის მოგიყვანეთ აქ დღეს რომ პირველ რიგში, დედების ხედვა (და არა მხოლოდ ქალების) მომავლისკენაა მიმართული და ეს მომავალი ჩვენი ასაშენებელირადგან 9 აპრილი ასევე, ახალი ეპოქის წამოწყება.

 

ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო მაშინ დაიბადა და ის ტრაგედიისა და გამარჯვების შვილია, როგორც ხშირად ხდებოდა საქართველოს ისტორიაში, მაგრამ რეალურად, 9 აპრილი გვიხსნის მომავლის გზას და ჩვენთვის ეს მომავლის გზა ევროპაა: ევროპის დროშები ჩვენს ქუჩებში და ჩვენი ევროპული ინტეგრაცი ჩვენს კონსტიტუციაში - ეს არის ჩვენი განაცხადი და ყველა ჩვენთაგანის ერთობლივი მიზანი… ანდა არაფერი აღარ მესმის მე… და ეს მომავალი არის ის, რაც ჩვენ შვილებს უნდა დავუტოვოთ, ვალდებულნი ვართ, რომ დავუტოვოთ.


ახლა მეტყვით, რატომ ქალები?


ჯერ ერთი, (იმიტომ რომ, როგორც ხედავთ, ადგილი არ გვყოფნის) რეალურად, ალბათ, უკეთესიც იქნებოდა, რომ ყველანი ერთად ვყოფილიყავით, რადგან ეს ერთობის დღე, თქვენი სახით, ახლა აქ არიან თქვენი შვილები, თქვენი მეუღლეები და ჩვენ ერთად ვართ. აქ დისკრიმინაციის ნიშანს ნუ დაინახავთ, მაგრამ მინდა, რომ ქალების როლი მაინც ხაზგასმული იყოს - ჩვენს ისტორიაში ხშირად გვავიწყდება ეს. გარედან, უცხოეთიდან რაღაცა სტერეოტიპებით უყურებენ საქართველოს და ვერ ხედავენან არ ვაჩვენებთ - რა არის ქართველი ქალების როლი საქართველოს ისტორიაშიეს არის უწყვეტი თავდადება, ეს არის ეროვნული შეგნება, ეს არის იმ ყველაფერის დაცვა, რაც ქმნის საქართველოს. ამ ქალებმა თავიანთი შემართებით, იმ დროს, როცა მეუღლეები ომობდნენ (და ეს ყველაზე ხშირად ხდებოდა) შეინარჩუნეს ყველაფერი, რაც ჩვენი იდენტობაა, რაზეც დღეს ვდგევართ და გავიხსენოთ: ქეთევან წამებული თავდადება, კრავაი ჯაყელიხვაშაკ ცოქალი და შემრიგებლური მოღვაწეობა, რაც ასევე ჩვენი ნაწილი

 

უმნიშვნელოვანესია ქალების როლი რუსეთის იმპერიისგან თავდაღწევის დროს და ამიტომ დაგირიგეთ თამარ პაპავას წიგნი, რომელიც ალბათ, არ გაქვთ წაკითხული და რომელიც ასევე, ძალიან ძლიერი ქალი იყო ქართულ ემიგრაციაში და შემდგომ არგენტინაში. ეს არის ის ისტორია, რომელიც ნაკლებად ცნობილია, ჩვენი ქალების, მათ შორის, დედოფლების ბრძოლა ადგილზე, ან ზოგჯერ გადასახლებაში. გავიხსენთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც ასევე ეროვნული ბრძოლა იყო და სადაც ქალების როლი ძალიან დიდიგავიხსენოთ თუნდაც ეკატერინე გაბაშვილი, გავიხსენოთ 18 და 21 წლებში მარო მაყაშვილი, რომელიც მათი სახე გახდა, ვინც იუნკერებთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში იბრძოდა.


გავიხსენოთ ყველა დედა, მეუღლე თუ შვილი, რომელიც 70 წლიანი რეპრესიებისას გადასახლე. და აქაც მინდა მეორე ინიციატივა გაგიზიაროთ. დრო გადის და ჩვენ არ გვაქვს რეალურად არც შესწავლილი და არც დაწერილი ამ 70 წლიანი რეპრესიების ისტორია. ეს ყველა ოჯახის გასაკეთებელია, რადგან ეს მეხსიერება თქვენთანაა და არა სხვაგანსაჭიროა, მათი თავმოყრა; საჭიროა, რომ სანამ ეს მეხსიერება ცოცხალია, თქვენ, ყველამ ჩაწეროთ და გავაზიაროთ რა მოხდარადგან საქართველოში მომხდარის შესახებ არასწორი სურათი გავრცელებული, რომ ვითომც რადგან ქართველი იყო სტალინი, თურმე საქართველოში რეპრესიები უფრო რბილი და ნაკლებად სასტიკი იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს ჩვენი დასაწერი ისტორია და დღეს, ინტერნეტის საშუალებით, ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია, ოღონდ ამის წამოწყება და შემდეგ გაგრძელებაა საჭირო.

 

ქალები, რადგან ეს მომავალი. ყველაზე მძიმე პერიოდებში, როცა გარდამტეხი ეტაპი დგება და გზაგასაყარზე ვდგევართ, საჭიროა, ქალებმა თავიანთი ძალა, თავიანთი მშვიდი ძალა გამოაჩინონ და თქვენ ხართ ეს მშვიდი ძალა. მინდა მჯეროდეს, რომ ქალებს მეტი ერთობა და ტოლერანტობა შეუძლიათ.


ქალები არიან ის ძალა, რომელსაც შეუძლია მოთმინებაც, ურთიერთმოსმენაც და ურთიერთგაგებაც, თუ მოინდომა, შეუძლია პოლარიზაციის, სიძულვილის ენისა და დაპირისპირების გადალახვა; შეუძლია  მთავარ მიზნის ირგვლივ გაერთიანება(თუ არა ყველაფერზე რაც არ არის აუცილებელი), ეს არის მრავალფეროვნება, მაგრამ რაღაცა წმინდა, საერთო მიზანი ხომ უნდა გვქონდეს, რასაც დავუტოვებთ შვილებს და შვილიშვილებს და გადავცეთ მათ თავისუფალ, დამოუკიდებელ, თანამედროვე და ევროპულ სახელმწიფო.

 

ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, რომ აქ თურმე მე პარტიას ვაშენებდიდაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდიან რაღაცა მოძრაობას. თუ იქნება მოძრაობა, ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან ეს მომავალი თქვენი და თქვენი შვილებისაა.

 

მე ვიქნები იქ, სადაც ვიყავი ყოველთვის, სხვათაშორის, არც ორიენტაცია შემიცვლია, მაგრამ, იმის დროა, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ:- არა დაყოფას! ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები არ მოუშვეს აქ და თქვეს, რომ აქ ყოფნა თურმე სასურველი არ იყო. როგორ არ არის სასურველი ყოფნა აქ, როცა ჩვენ 9 აპრილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ თარიღს ვზეიმობთ და როცა პრეზიდენტი იწვევს სწორედ არაპარტიულად და არამიკერძოებულად, არამედ ყველას, იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი და ჩვენ თუ ავაშენებთ ჩვენს ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდეც.

 

იმაზეც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმისი დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი ევროპა. აბა სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია. ჩვენ კარგად ვიცით რა გვინდა, რა ჭირდება ამ ქვეყანას, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს თუ არა ნელნელა აქედან ფეხით წასვლით ირჩევენ ევროპას და მინდა, რომ აქ ამოირჩიონ ევროპა, ევროპიდან აქ მივიღოთ, ის რაც გვინდა, ის რაც წარმოადგენს ჩვენ იდენტობის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო.

 

უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა, უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორადის გამიჯვნა, უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთიმეორეში არაღრევა, უნდა შევძლოთ შურის, ბოღმის და სიძულვილის დაძლევა, თორემ რაღა ვნების კვირა და აღდგომა?!


მიხარია, რომ ერთად ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქალი რეგიონებშისაზღვარგარეთ და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელსაც კიდევ ერთხელ გადაუკეთეს გამშვები პუნქტები, ყველა ერთად, ამ მომავლისთვის ვემზადებით და ამიტომ მინდა, რომ მოგილოცოთ 9 აპრილი, ბზობა და მომავალი ევროპული საქართველო.

 

ახლა მინდა, რომ მოვიწვიო აქ 2 ადამიანინანა მახარაძე, რომელსაც ყველა იცნბთ, მაგრამ არ იცნობთ, როგორც მე - ახლა გავიცნობ, მაგრამ მისი ფოტო გასცდა ჩვენს საზღვრებს და მთელს მსოფლიოში მას 9 აპრილის სახედ იცნობენ. მეორე - ნანა მალაშხია, რომელიც ასევე გახდა საქართვლოს ევროპული მომავლის სახე, და გასცდა ჩვენ საზღვრებს და დავანახეთ მოსფლიოს რა არისრა უნდა საქართველოს და რა უნდათ ქართველ ქალებს.

 

ახლა მათ დავაჯილდოვებთ, მაგრამ ეს ჯილდო პერსონალური არ არის. ეს ჯილდო ეძღვნება 9 აპრილის ყველა იმ ქალ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის და მომავლისთვის ამ და სხვა პერიოდებში იბრძონდნენ, ეს ორ ქალი სწორედ მათ სახეებს წარმოადგენს."

სალომე ზურაბიშვილი


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 261
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია