დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქციის მონაწილეები ახალ სახალხო დამცველს პროტესტით შეხვდნენ
ავტორი: ნატო გუბელაძე
2023/03/07 23:16:16

საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ახალდანიშნული სახალხო დამცველი მივიდა. მის მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა.


პროტესტის მონაწილეები ლევან იოსელიანს ეძახდნენ „მონას“. ასევე აქციის მონაწილეებმა მისი მიმართულებით ისროლეს კვერცხი, რომელიც მას თავში მოხვდა. იოსელიანი ადგილიდან სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაიყვანეს. მან ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვა.

 

იქამდე ლევან იოსელიანი აცხადებდა, რომ ადგილზე იმის შესაფასებლად მივიდა, თუ რამდენად პროპორციული ძალის გამოყენება ხდება პროტესტის მონაწილეების მიმართ.

 

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 64
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2023 საავტორო უფლებები დაცულია