დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭრით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლებში წიგნიერების აქცია გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/06/23 13:25:07

ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის  მხარდაჭერით, წიგნიერების აქციის კვირეული ახალციხის, ბორჯომის  და ასპინძის მუნიციპალიტეტების შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის ოთხი სკოლის დასაჩუქრებით დაგვირგინდა.

 

როგორც ჩვენმა მკითხველებმა იციან, წიგნები საჩუქრად უკვე გადაეცათ ახალციხის, ბორჯომის და ასპინძის მუნიციპალიტეტების 12 სკოლას. ამჯერად კი ადიგენის მუნიციპალიტეტის  კიდევ ოთხმა სკოლამ მიიღო მაჟორიტარის საჩუქარი:

 

1.       სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლა(დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი)

2.       სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა (დირექტორი სვეტა ყულჯანიშვილი)

3.       სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლა(დირექტორი კობა კუბლაშვილი)

4.       სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლა (დირექტორი მარო ჩხიტუნიძე)

 

ჩვენი რედაქცია, მაჟორიტარის ადიგენის  ბიუროს თანამშრომლებთან, როინ აბულაძესა და ლილი კუბლაშვილთან ერთად სტუმრობდა ოთხივე სკოლას და მათ მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის

 

საუკეთესო კლასიკური ლიტერაურა   გადავეცით. ასევე -  მოსწავლეები გემრიელი ტკბილეულითაც გავახარეთ.

 

ოთხივე სკოლაში, ბუნებრივია, მადლიერებით სავსე განწყობა და ემოციები დაგვხვდა. ბატონ ანტონ ობოლაშვილის საჩუქარი თითოეული სკოლის ბიბლიოთეკისათვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია, რადგან როგორც თავად გვითხრეს, წიგნადი ფონდის განახლება ხშირად საკუთარი სახსრებით უწევთ, რაც არასაკმარისია.

 

სკოლის დირექტორებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი ძალიან ამაყობენ თავიანთი მაჟორიტარი დეპუტატით, რადგანაც ბატონი ანტონი თავისი საქმიანობით თუ  საპარლამენტო გამოსვლებით მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი ამომრჩევლის ხმა მიიტანოს ხელისუფლებამდე და შესაბამისი დადებითი შედეგი მიიღოს.

 

ნატო გუბელაძე

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია