დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/04/09 23:01:12

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 


,,საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი გმირობის მაგალითი ახსოვს და სწორედ ასეთია ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში 9 აპრილი. 33 წლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ქართველ ხალხს შიშველი ხელებით შეუძლია აღუდგეს ტანკებს, როდესაც საქართველოს სიყვარულს და საქართველოს დამოუკიდებლობას ეხება საქმე. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც მსოფლიოში ასეთი გეოპოლიტიკური ვითარება გვაქვს, იმ ადამიანების თავგანწირვით მოპოვებული თავისუფლება კიდევ უფრო მეტ ფასს იძენს. ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის ვალია, გავუფრთხილდეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას" - ზვიად შალამბერიძე.

 

 

ქუთაისში, 1989 წლის 9 აპრილის, მოვლენების ამსახველი ფოტოებიც გამოიფინა. 

იმერეთის რეგიონის 12- ვე მუნიციპალიტეტში ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. 

 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია