დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ზაალიშვილის, განცხადება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპონენტები მიზანმიმართულად ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს პრემიერ-მინისტრის მეუღლეს „ტყის მასივი აჩუქეს“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/01/28 18:45:43

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სატელევიზიო არხმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერმინისტრმა თავის მეუღლეს ბაკურიანში არსებული 5958 კვადრატული მეტრი ტყის მასივი აჩუქა, ანუ 49 წლით გადასცა. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ზაალიშვილმა, სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენთან საუბარში ბატონმა დავითმა დამატებით აღნიშნა, რომ თავად ბორჯომის მუნიციპალიტეტს და ადგილობრივ თვითმმართველობას ამ საკითხთან არანაირი შეხება არა აქვს, რადგან აუქციონი სრულიად კანონიერად ჩაატარა ფინანსთა სამინისტრომ, ხოლო ტერიტორია, რომელზეც 49 წლიანი იჯარა გაფორმდა, სატყეოს ბალანსზეა, მას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი არ განკარგავს და შესაბამისად, იჯარის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში შევა და არა -  ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

 

დავით ზაალიშვილის განცხადება:

"მეგობრებო, როგორც ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, მსურს გამოვეხმაურო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და პროპაგანდას, რასაც „ქართული ოცნების“ ოპონენტებისგან და მათი კუთვნილი ტელევიზიების ეთერიდან ვისმენთ.

 

საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრისთვის, ვითომდა, ბაკურიანში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მასივის ჩუქებაზე. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და ეს არის სიცრუე და ცილისწამება! 

 

რეალურად, ხსენებული ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, 2021 წლის 17 დეკემბერს, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს ჰქონდა. 

 

აუქციონი დასრულდა 2021 წლის 24 დეკემბერს, მასში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა - ნუნუ თამაზაშვილმა და 5958 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას გადაეცა 49 წლიანი იჯარით, მთელი რიგი ვალდებულებების, მათ შორის ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

 

კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ელექტრონული აუქციონი იყო გამჭვირვალე და კანონიერი, მასში მონაწილეობა კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლო! 

 

მიუხედავად ამისა, ოპონენტები არ წყვეტენ აბსურდსა და ვიწროპარტიულ ინტერესებზე აგებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და მიზანმიმართულად ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს პრემიერ-მინისტრის მეუღლეს „ტყის მასივი აჩუქეს“. 

 

ბუნებრივია, ჩვენი ოპონენტებისთვის სრულიად გაუგებარია ღია და გამჭვირვალე ელექტრონული აუქციონების პრინციპი, რადგან მათ დროს ქონების დაუფლების ერთადერთი გზა ძალადობა, საკუთრების წართმევა, სხვა პირზე გადაფორმება, იძულება და რეკეტი იყო, თანაც ეს ყველაფერი სახელმწიფოს სახელით კეთდებოდა! 

 

მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, თქვენი უკანონო მეთოდების სხვისთვის გადაბრალებით ჩვენს ხალხს ვერ მოატყუებთ! 

 

ამიტომაც, მსურს მივმართო მათ, ვინც ცდილობს რომ ტყუილების მიზანმიმართული გავრცელებით კონკრეტული პოლიტიკური სარგებელი მიიღოს - არაფერი გამოგივათ და როგორი პროპაგანდისტული კამპანიაც არ უნდა აწარმოოთ, ჩვენს მოსახლეობას ვერ დააჯერებთ, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქონება ან ვინმეს ვაჩუქეთ, ან ვინმემ ძალით მიიტაცა! მიტაცება და წართმევა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშანი იყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა! 

 

ამიტომაც რამდენიც არ უნდა იყვიროთ, სასურველ შედეგს უბრალოდ ვერ მიაღწევთ, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თუკი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე უფლებით სარგებლობის როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ისე ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი სხვა მოქალაქე!"

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 792
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია