დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ბედნიერების ვექტორი 2022” - საქართველოში ქალთა მარათონი იწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/01/22 23:17:52

„ბედნიერების ვექტორი 2022“ - ეს იმ  მრავალთვიანი პროექტის სიმბოლური დასახელებაა, რომელიც ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, თეა ადუაშვილმა მეგობრებისთვის გაზიარებული ფეისბუქპოსტით წამოიწყო. ინიციატივას, რომელიც კონკრეტულ გამოწვევებზე, მიზნების მიღწევასა და შედეგებზეა ორიენტირებული, მხარდამჭერები მალევე გამოუჩნდა. მალე პროექტში ჩართულობის მზადყოფნა რამდენიმე ორგანიზაციამაც გამოთქვა. ასე დაიბადა იდეა, რომელმაც, პროექტის ავტორის და ორგანიზატორის თქმით, ბევრი ადამიანის ცხოვრება უნდა შეცვალოს.

 

„პროექტი ხორციელდება ქალებისთვის და ქალების მიერ. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის და ინდივიდუალური მიზნების მიღწევისთვის ვერთიანდებით. იდეა საკუთარი გამოწვევიდან გამომდინარე გამიჩნდა - გადავწყვიტე 2022 წლის ბოლომდე მინუს 22 კგ მივიდე. პროექტში მონაწილეობის სურვილი თავდაპირველად ჩემმა მეგობრებმა გამოთქვეს. ზოგს ერთი კგ აწუხებს, ზოგს, უბრალოდ, ჩვენთან ერთად მარათონში ჩაბმა მოუნდა და ა.შ. მოგვიანებით კი საზოგადოების სხვა წევრებიც და ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შემოგვიერთდნენ. მიზანი ყველას გვაქვს... ძალიან მიხარია, რომ ბევრმა გამოთქვა გვერდში უანგაროდ დგომისა და მონაწილეობის სურვილი . ჯგუფის წევრებისთვის უკვე მრავალმა ორგანიზაციამ შემოგვთავაზა საკმაოდ კარგი ფასდაკლება მრავალ ძალიან საჭირო სერვისზე. ეს ეხება  ფსიქოლოგებსაც, ენდოკრინოლოგებსაც, სატრენაჟორო კლუბებსაც, სპაცენტრებსაც და ა.შ. თუმცა, ადამიანებისთვის, რომელთაც არც ამის დრო და შესაძლოა, არც ფინანსური რესურსი აქვთ, თვეში რამდენიმე ჯგუფური კონსულტაციის ორგანიზება სიმბოლურ 10 ლარად შეგვეძლება.  ბუნებრივია, არც სხვა წევრების და არც ჩემი მხრიდან არანაირი ფინანსური ინტერესი გათვალისწინებული არაა.  ჩვენი მთავარი მიზანი - შედეგია.  მოვუწოდებ კომპანიებს, ვისაც როგორ შეეძლება, იქნება ეს ფასდაკლების ბარათები ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის, საინფორმაციო მხარდაჭერა თუ სხვა აქტივობა, ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და კიდევ მეტი სტიმული მისცენ ქალბატონებს, რომელთა მიზანი გამარჯვებაა. პროექტის ხანგრძლივობა 11 თვეა და ის 22 იანვრიდან 22 დეკემბრამდე გაგრძელდება. 2022 გამარჯვების წელი იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ“- განაცხადა თეა ადუაშვილმა.

 

ცნობისთვის, პროექტში მონაწილეობა მარტივი ხერხით - ფეისბუქჯგუფში გაწევრიანებით არის შესაძლებელი (იხ. ბმული: https://www.facebook.com/groups/1290225701452039).   ჯგუფის წევრებს, ინფორმაციების გაზიარების გარდა,  კონკრეტული ბენეფიტებით სარგებლობაც შეეძლებათ. არაწევრი ადამიანებისთვის კი ინფორმაციის გაზიარება ფეისბუქგვერდის - (https://bit.ly/3nKkKO8) საშუალებით მოხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია