დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლონდა თოლორაია: ,,მქონდა ამბიცია ამეშენებინა უწყება, რომელიც იქნებოდა პოლიტიკისგან სრულიად თავისუფალი. სამსახური დაისაჯა სწორედ ამ ობიექტური გადაწყვეტილებებისთვის”
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/01/19 22:48:33

,,15 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მე დაინტერესებული არ ვყოფილვარ პოლიტიკით. არასოდეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა პოლიტიკური და არასოდეს არ მაინტერესებდა პოლიტიკა. მე  ვაკეთებდი ჩემს საქმეს, ვიყავი საჯარო მოხელე. მე არ ვიცი თავში ვის რა უტრიალებდა, როცა სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ჩემს შემთხვევაში თქმა იმისა, რომ ეს მოხდა პოლიტიკური ნიშნით ალბათ ზედმეტია ამაზე ლაპარაკი. მე ამას ვუკავშირებ გადაწყვეტილებებს, პოლიტიკურად ნეიტრალურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ეს სამსახური იღებდა.‘’- ეს განცხადება სახელმწიფო ინსპექტორმა სატელევიზიო ეთერში გააკეთა.

 

ლონდა თოლორიამ კიდევ ერთხელ შეაფასა სამსახურის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება.

 

,,კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომლითაც ჩვენ ვსაქმიანობდით, პირდაპირ გვეუბნება რომ ეს უწყება უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად ნეიტრალური. განსაკუთრებული ხაზგასმა იყო ჩვენს კანონში ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ნამდვილად მქონდა ამბიცია ამეშენებინა უწყება, რომელიც იქნებოდა პოლიტიკისგან სრულიად თავისუფალი. არასოდეს არ ჩავრეულვარ არც ჩემი თანამშრომლების პოლიტიკურ შეხედულებებში და ჩვენ არასოდეს მიგვიღია გადაწყვეტილება, ამ კონკრეტული ნიშნით. მე ვფიქრობ, რომ სამსახური დაისაჯა ამ ობიექტური გადაწყვეტილებისთვის. სამსახური დაისაჯა იმისათვის, რომ მისთვის არასოდეს არ ყოფილა საინტერესო ვის უფლებას იცავდა. განურჩევლად ყველას უფლებას იცავდა ეს სამსახური და მე ზუსტად ასეთი ტიპის სამსახურის შექმნის ამბიცია მქონდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ სამსახურმა საზოგადოების ნდობის იმ ნიშნულს მიაღწია, რა ნიშნულსაც მინდოდა რომ მიეღწია. ეს იყო რაღაც კარგი სტარტი, რომელიც ვიღაცისთვის აღმოჩნდა დისკომფორტი - საზოგადოების ნდობის ის ხარისხი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მოკლე დროში არ იყო პატარა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად უკავშირდებოდა ამას. მე გახსოვთ დავწერე ტროლებსა და ბოტებზე, რომლებიც შემომესივნენ. მე იმ პერიოდში არ მეცალა ამისთვის. მერე რა თქმა უნდა მივუბრუნდი და ვნახე რა იწერებოდა ამ ადამიანების მიერ. რაღაც ზუსტად ეს ნარატივი იყო, რომ ვიღაცას უნდოდა ჩემთვის მოეწებებინა პოლიტიკურად მიკერძოებულის იარლიკი, რაც რა თქმა უნდა ჩემთვის იყო ძალიან შეურაცხმყოფელი.’’- განაცხადა ლონდა თოლორიამ. 

 

სატელევიზიო ეთერში სახელმწიფო ინსპექტორმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, ,,მინდა მადლობა ვუთხრა ყველა საერთაშორისო პარტნიორს, ამერიკის საელჩოს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს. არ დარჩენილა დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ეთქვა , რომ ეს პროცესი არის ჯანსაღი. მე მუდმივად ამას ვამბობდი, რომ ეს არ არის სამსხურის რეფორმირების პროცესი და ყველაფერი შეიძლება ამას დავუძახოთ გარდა რეფორმისა. ეს არის სამსახურის ჩამონგრევა და მთლიანად დაშლა იმისი, რაც ორი წელი მათ შორის, ამ სახელმწიფოს უკეთებია. პარლამენტმა შექმნა ხომ თავის დროზე ეს სამსახური. ამხელა ფინანსური რესურსია ჩადებული სახელმწიფოსი, საერთაშორისო ორგანიზაციების. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ლონდა თოლორაია სამი პროფესიონალ მოადგილესთან ერთად გაუშვეს სახლში. მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და უდიდესი მადლობა გადავუხადო გიორგი გამეზარდაშვილს, სოფიო ჯიაძეს და სალომე ბახსოლიანს. მათი აშენებულია ეს სამსახური’’- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 525
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია