დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების გაზრდილი ხელფასების შესახებ ახალი ბრძანება დაამტკიცა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/01/19 22:32:11

სოციალური მომსახურების სააგენტო, სოციალური აგენტების მომატებულ შრომის ანაზღაურებას ახალი ბრძანებით - 2022 წლის 17 იანვრის N04-12/ - „სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროს სოციალურ აგენტთა და სოციალურ აგენტთა შრომის აღრიცხვისა და ანაზღაურების წესების დამტკიცების შესახებდაარეგულირებს.

 

დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

 

ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ. აღნიშნულის შესახებ დოკუმენტი გასაცნობათ თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ

 

გარზდილი თანამდებობრივი სარგო სოციალური მომსახურების სააგენტოში დაასაქმებულ  სულ 998 პირს შეეხება

 

სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების მომატებული შრომის ანაზღაურების შესახებ ბრძანება ძალაში 2022 წლის 20 იანვრიდან შევა, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მომატებულ ხელფასებს  2022 წლის 1-ელი თებერვლიდან მიიღებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 309
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია