დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა გაიზარდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/01/17 22:59:56

მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა გაიზარდა. ცვლილება ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებაში შევიდა, რომელიც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

 

ცვლილების მიხედვით, რეგულარული მინდობით აღზრდის ანაზღაურება დღეში 16 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა, ნათესაური მინდობით აღზრდა კი  - თვეში 200 ლარიდან 230 ლარამდე. ხოლო ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში ანაზღაურება 375 ლარის ნაცვლად 400 ლარი იქნება, სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის, გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის და ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის ერთი კალენდარული დღის ანაზღაურება 30 ლარიდან 35 ლარამდე გაიზარდა.

 

ასევე, გაიმიჯნა მინდობით აღზრდაში მყოფი 2 წლამდე ბავშვები და ერთი კალენდარული დღის ანაზღაურება ნაცვლად 16 ლარისა  35 ლარი იქნება. გარდა ამისა, 18 წელს ზემოთ შშმ პირისთვის, რომელიც მინიმუმ ორი წელია იმყოფება მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებს სახელმწიფო მზრუნველობაში დარჩენას,  სახელმწიფო მზრუნველობაში ყოფნის ანაზღაურება სრულ თვეზე 600 ლარს შეადგენს.

 

დღეის მდგომარეობით მინდობით აღზრდაში  1812 ბენეფიციარი იმყოფება, მათ შორის 430 შეზღუდული შესაძლებლობის პირია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია