დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლონდა თოლორაია: მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/01/04 15:57:56

,, ეხლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა მადლობა გადავუხადო მას გამოხატული მხარდაჭერისთვის. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს.’’- ეს განცხადება სახელმწიფო ინსპექტორმა გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

ლონდა თოლორაიას თქმით, პარლამენტის წევრებს, ვინც დღეს ამ კანონის მხარდაჭერის ღილაკს ხელი დააჭირა, შევახსენებ, რომ საზედამხედველო უწყებებს ქვეყნები არ ქმნიან იმისთვის რომ უპირობოდ დაეთანხმონ ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას. საზედამხედველო უწყებებს განვითარებულ ქვეყნებში ქმნიან იმისთვის, რომ თავისი სათქმელი თქვას, როცა სახელმწიფო უწყებები არღვევენ ადამიანის უფლებებს.

 

ამის საპირისპიროდ:

 

ü  საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის და მოქმედებდა მხოლოდ კანონის დაცვით;

 

ü  თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც სხვის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევისა და სხვისი მონაცემების უკანონო გამოყენებისთვის, პასუხისმგებლობას თამამად აკისრებდა საჯარო დაწესებულებებს;

 

ü  დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც პირველი გამოეხმაურა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას და თქვა რომ ეს ფაქტი არ უნდა დარჩენილიყო რეაგირების გარეშე;

 

ü  თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც შეზღუდული საკანონმდებლო, ადამიანური, ფინანსური რესურსებით აკეთებდა მაქსიმუმს რომ გამოეძიებინა სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტები;

 

ü  თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელსაც მუდმივად უწევდა ბრძოლა იმისთვის, რომ როგორმე დასჯილიყვნენ დანაშაულის ჩამდენი მოძალადე მოხელეები;

 

ü  თქვენ დღეს ამ ქვეყანას გაუუქმეთ უწყება, რომელიც ბედავდა და ხმამაღლა ამბობდა რომ მას უქმნიდნენ პრობლემებს და დაბრკოლებებს მტკიცებულებების მოპოვების პროცესში და არ აწვდიდნენ მტკიცებულებებს - დოკუმენტებს, ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც აუცილებელი იყო მოძალადე მოხელეთა დასასჯელად;

 

ü  თქვენ დღეს ამ ქვეყანას გაუუქმეთ უწყება, რომელიც ნამდვილად ადგა ევროპულ გზას და ამკვიდრებდა ახალ, ევროპულ სტანდარტებს;

 

ü  თქვენ დღეს გააუქმეთ უწყება, რომელმაც 2 წელში შეძლო საზოგადოების უპრეცედენტო ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვება და თქვენ ეს ბოლო 3 დღეში თვალნათლივ დაინახეთ;

 

ü  დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც მომზადებულ საკანონდებლო ცვლილებებზე ბედავდა და თამამად გამოხატავდა მის კრიტიკულ მოსაზრებას, მაშინ როცა ეს რეფორმები იყო ფასადური;

 

ü  თქვენ დღეს გადადგით ნაბიჯი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეფორმასთან;

 

ü  თქვენ დღეს გადადგით ნაჯიბი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან;

თქვენ დღეს გადაწყვიტეთ, რომ სახლში გაუშვათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი სამი მოადგილე, რომლებმაც მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა შეძლეს შეექმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება“_ განაცხადა ლონდა თოლორაიამ.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია