დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
USAID -ის საბაზისო განათლების პროგრამა სამცხე-ჯავახეთში
მოისხი ცოდნის „მანტია“ - ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club - Mantle
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/12/08 18:14:13

USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მომავალი თაობის ბანაკები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გაკვეთილების დასრულების შემდეგ   სთავაზობს შესაძლებლობას, შეასრულონ სხვადასხვა აქტივობა, საგნობრივი უნარების, კვლევის, სტრატეგიული დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის გამოყენებით.


პროფესორი, განათლბის დოქტორი, ქალბატონი ირმა ქურდაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელია. მასწავლებლებთან, მომავალ პედაგოგებთან მუდმივი კომუნიკაციით ხარისხიან განათლებასა და მოსწავლეზე, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების სწავლებას უზრუნველყოფს.


აღნიშნული პროექტი მომავალ მასწავლებლებს და დღეს წარჩინებულ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის დაგეგმონ ინტერაქციული აქტივობები.


 

 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტებიდან შერჩეულია ხუთი სკოლა და თითოეული სკოლის ბანაკს ხელმძღვანელობს საბაზისო განათლების პროგრამის ტრენერი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტრენერი გახლავთ ქალბარონი ირმა ხუნდაძე, რომელიც ორ მომავალ მასწავლებელს-წარჩინებულ სტუდენტებს პროექტის  განხორციელებაში ტრენერობას უწევს.


აღნიშნული პროექტის, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბორჯომის №1 საჯარო სკოლასთან ერთად,  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი ,,მანტია" შექმნა.  


მომავლის კლუბი ,,მანტიას" მიერ დაგეგმილი აქტივობები, პროექტში მონაწილე მოსწავლეებს შესძენს ტრანსფერულ უნარებს. ხარისხიანი განათლება ძლიერი მომავლის საწინდარია. თითოეულ მოსწავლეს ოცნებების ახდენას ვუსურვებ, რომელებზეც ჩვენს ჩაწერილ ვიდეოშიც ისაუბრეს. შეხვედრისას შევთანხმდით, რომ სურვილების ასასრულებლად კარგად სწავლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. წინ სასიამოვნო შეხვედრების უკვე დიდი მოლოდინია მონაწილეების მხრიდან. მათ გამოიგონეს ზღაპრები, ბედნიერი დასასრულით. მალე ზღაპრების აუდიო და ბეჭდურ ვერსიასაც წარმოვადგენთ, წინ კი მათივე ზღაპრით შექმნილი მინისპექტაკლი „წელიწადი“ და დაჯილდოვების ცერემონიალი გველის.


ჩვენი ერთ-ერთი მორიგი მოლოდინებით სავსე შეხვედრისას საახალწლო განწყობაც შეიქმნა. პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა ბორჯომისა და ნაძვის ხის სავიზიტო ბარათის დეტალით ულამაზესი საჩუქარები დაამზადეს სკოლისთვის და ოჯახის წევრებისთვის. მომავლის კლუბის წევრებმა საჩუქარი სკოლას თავად გადასცეს. თოვლის ბაბუას სურვილებიც მისწერეს და ნაძვის ხის მოსართავად შინ წაიღეს.  მოსწავლებმა ინატრეს, რომ ჩვენი პროექტი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.


მონაწილეები შეხვედრისას იყენებენ პროექტის ერთ-ერთ უკვე ტრადიციულ აქტივობას ,,თავისუფალი დრო", რომელიც თავისუფალი დროის სწორ მართვას, ინტერნაციონალურად გამოყენებას გულისხმობს. მათ დაფასთან სიტყვების მინიშნებებით ამოცნობა სცადეს და მართლაც შესანიშნავად გამოუვიდათ.  

 

          

    

ნათია/ხატია გვარამაძე (მომავალი მასწავლებელი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი): „გვიხარია, რომ წარმოვადგენთ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ჩართული ვართ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მიერ შემოთავაზებულ პროექტში. პროექტი უზრუნველყოფს როგორც ჩვენს პროფესიულ განვითარებას, ასევე - მოსწავლეების კოგნიტური სწავლებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების დაუფლებას. მოგეხსენებათ, ბორჯომის №1 საჯარო სკოლაში შევქმენით ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი "მანტია", სადაც გაწევრიანებული არიან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და გვაქვს მრავალმხრივი აქტივობები და ინფორმაციული შეხვედრები.


სასიამოვნოა მოსწავლეებთან რამდენიმე საათის გატარება. ვპირდებით, წინ კიდევ ბევრი სიახლე ელის ჩვენი კლუბის წევრებს. დიდ მადლობას ვუხდით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, დაწყებითი განათლების პროგრამის ხელმძღვანელს ქალბატონ ირმა ქურდაძეს, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას და ჩვენს გულისხმიერ ტრენერს ქალბატონ ირმა ხუნდაძეს, ასეთი შემეცნებითი და საინტერესო პროექტისათვის.“


მარიამ პაპიძე VI კლასი, ბორჯომის №1 საჯარო სკოლა: „ჩვენს შეხვედრებს მოუთმენლად ველოდები, მადლობა ამ პროექტისთვის USAID-ს და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს, რადგან მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, აღნიშნულ პროექტში მიგვეღო მონაწილეობა. ყოველი შეხვედრა საინტერესოდ და შემოქმედებითადაა დატვირთული. აქ ვახდენთ ჩვენი შესაძლებლობების საზოგადოებისათვის გაცნობას. მადლობა ქალბატონ იზა იანვარაშვილს, ხატია და ნათია გვარამაძეებს, ამ აქტივობების შემოთავაზებისთვის.“


ბარბარე გელაშვილი IV კლასი: „მინდა პროექტი სულ იყოს და  არდადეგებზეც გაგრძელდეს. ჩემი ზღაპარი ძალიან მოეწონათ და შემდეგ კიდევ დავწერე მოთხრობა, შეხვედრისას გავაცანი ჩემს მეგობრებს. მათ მიერ გამოგონილმა ზღაპრებმაც ჩემი ყურადღება მიიქციეს. განსაკუთრებით მომეწონა გირჩების გაფერადება და საჩუქრად გადაცემა ოჯახის წევრებისთვის და ჩვენი სკოლისთვის. მალე ჩვენი გაფერადებული გირჩები სკოლის ნაძვის ხეს დაამშვენებს.“


 


სამომავლოდ, მოსწავლეებისთვის ვგეგმავთ დამატებით მასტერკლასებს, ჭადრაკისა და ხატვის გაკვეთილებს, პროფესიონალი მასწავლებლები მზად არიან, პროექტის მოსწავლეებს შეხვდნენ და მათთან ერთად სასიამოვნოდ გაატარონ დრო.


კიდევ ერთხელ მადლობა, ამ პროექტისთვის USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას, ქალბატონ ირმა ქურდაძეს, ირმა ხუნდაძეს და არაჩვეულებრივ მასპინძელს ბორჯომის №1 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ჯულიეტა ჯინჯოლავას.


სტატია მოამზადა იზა იანვარაშვილმა


 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 956
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია