დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/09 23:57:20

ორი დღეა, საზოგადოება პირდაპირ ეთერში შემზარავ კადრებს უყურებს, თუ როგორ ცდილობდნენ მაშველები კორპუსის ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ნგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვის.

 

ერთ-ერთი ოჯახიდან მამამ ორი შვილი, მეუღლე და ძმა დაკარგა. ასევე, გარდაცვლილი იპოვეს მაშველებმა დედა-შვილი. გოგონა 12 წლის იყო და ტრაგედიის დროს ონლაინგაკვეთილზე იმყოფებოდა.

 

მხოლოდ ერთი მამაკაცია ცოცხალი მათ შორის, ვინც ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც საკმაოდ რთულია.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახლის ნაგრევებთან მოქალაქეები მოდიან და ღობესთან თაიგულებს და სათამაშოებს ტოვებენ.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში არცერთი დაკავრგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდა. მისივე თქმით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს.

 

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

 

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

 

ამ ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადა. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა გააავრცელა.

 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.

 

ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.

 

კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება,“ – წერს ღარიბაშვილი.

 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგევის ფაქტს.

 

ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ.

 

თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.

 

მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის.

 

ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია