დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით ორ ინიციატივაზე მუშაობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/09 00:51:03

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“-ს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. განხილული იყო გენდერული თანასწორობის საბჭოს ორი ინიციატივა, რომელთა მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაა.

 

პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ერთი ინიციატივა მუნიციპალიტეტების მხრიდან ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამაზე მუშაობას უკავშირდება.

 

„ეს პროგრამა დაიწყება  საპილოტე მუნიციპალიტეტებში და ერთი მხრივ, მუნიციპალური თანხებით და მეორე მხრივ, დონორების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. მასში  აქტიურად იქნებიან ჩართულები სოფლის განვითარების სააგენტოს და „აწარმოე საქართველოში“-ს წარმომადგენლები“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

 

მისი თქმით, მეორე ინიციატივა მენტორი ქალების პროგრამის შექმნას უკავშირდება, სადაც სახელმწიფო პროგრამებში წარმატებული ქალები დააინტერესებენ და დაეხმარებიან სხვა ქალებს, რომ მათთაც მიაღწიონ წარმატებას,  მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროგრამებში და შემდეგ უკვე წარმატებით განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.

 

„ორივე ამ საკითხთან დაკავშირებთ სააგენტოების წარმომადგენელებმა მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობაზე და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს თვეებში ჩვენ გვექნება საინტერსო ორი პროექტის პრეზენტაცია“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია