დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარტია „ხალხისთვის“: მიხეილ სააკაშვილის საქმეთან დაკავშირებით შეიქმნას სპეციალური პალატა, რომელშიც გადაწყვეტილებებს ჰააგიდან ჩამოყვანილი მოსამართლეები მიიღებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/08 21:21:32

პარტიახალხისთვისგანცხადებით,  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განსახილველად, იმისთვის, რომ  მას მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, უნდა შეიქმნას სპეციალური პალატა - სასამართლოს პირველ და საკასაციო ინსტანციებზე, რომელშიც გადაწყვეტილებებს ჰააგიდან ჩამოყვანილი მოსამართლეები, ბოსნია ჰერცეგოვინას გამოცდილების გათვალისწინებით მიიღებენ.

 

როგორც სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პარტიისხალხისთვისლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადამიხეილ სააკაშვილის საკითხში უნდა დაბალანსდეს სამართლიანობის აღდგენის ინტერესი.

 

პარტიახალხისთვისმიზნად ისახავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად გაარღვიოს დაპირისპირება, ორპოლუსიანობა და შეუდგეს სწრაფ განვითარებას. დღეს, ჩვენს მოსახლეობაში  ყველაზე მეტად გამყოფი თემა არის, მიხეილ სააკაშვილის გასამართლების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლით, სააკაშვილის როლთან და მაშინდელ სისტემასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებულ კითხვებს აქვს ლეგიტიმური უფლება და უნდა გაეცეს პასუხები, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მე თავად მაქვს ბევრი ნაბრძოლი იმ ადამიანების უფლებების დასაცავად, რომელიც ხელყო მაშინდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის უშუალოდ ვიბრძოდი გირგლვიანის ოჯახთან ერთადმაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილის გასამართლება არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ ჩვენ დავკარგოთ სასამართლოს იდეის ქონის პერსპექტივა და დავემშვიდობოთ იდეას, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს, თუნდაც პოლიტიკურად ანგაჟირებულს, აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. იქიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ უნდა დავაბალანსოთ სააკაშვილის საკითხში სამართლიანობის აღდგენის ინტერესი. მისი, როგორც ბრალდებულის, სამართლიანი სასამართლოს უფლების ინტერესიდან ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ გამოსავალს, როგორ უნდა გასამართლდეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

პარტიახალხისთვისპოლიტსაბჭოს წევრის, იურისტ  ნინო წულაძის განმარტებით, უნდა შეიქმნა სპეციალური პალატა, რომლის შექმნის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს.

 

უნდა შეიქმნის სპეციალური პალატა, ჩვენი სასამართლოების ფარგლებში -პირველ და საკასაციო ინსტანციებში. ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს ბოსნია ჰერცეგოვინის მოდელთან დაკავშირებით, საკასაციო ინსტანციიდან და პირველი ინსტანციით აღნიშნულ პალატაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უცხოელმა, საერთაშორისო სისხლის სასამართლოდან, კერძოდ, ჰააგიდან ჩამოყვანილმა მოსამართლეებმა, ჰააგის პროცედურების მიხედვით. ამის გამოცდილება არსებობს და ეს დაგვეხმარება, რომ ნებისმიერ ადამიანს, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს შევუნარჩუნოთ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლება. აღნიშნული ინიციატივის უფლებამოსილება აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ნება, რომ აღნიშნული ინიციატივა შესრულდეს“, - განაცხადა პარტიახალხისთვისპოლიტსაბჭოს წევრმა, იურისტმა  ნინო წულაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია