დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ყველამ, ვინც ოპოზიციაშია და არა გარიგებაში ივანიშვილის რეჟიმთან, მეორე ტურში მხარი ოპოზიციურ კანდიდატებს უნდა დაუჭიროს.“ - გიგი წერეთელი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/04 20:33:21

„მეორე ტურში გამარჯვებას სჭირდება კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია, ვიდრე პირველ ტურში იყო.“- ასე ეხმაურება „ ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტურების ჩანიშვნას.

 

„მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები და ვფიქრობ რომ შეფასებები ძალიან მძიმე იყო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან, იგივე ამერიკისა და სხვა საელჩოების მხრიდან, მაგრამ ახლა მთავარი ამოცანაა, რომ მთავარი მონაპოვარი რაც არის, არჩევნების მეორე ტურებში უმეტეს ოლქებში, დიდ ქალაქებში,  20 ოლქში მეორე ტურია და ოპოზიცია არის წინ, ეს გამარჯვება იყოს საბოლოოდ მოპოვებული. ამას სჭირდება ბუნებრივია მხარდაჭერა, ამას სჭირდება კიდე უფრო ფართო კოალიცია, ვიდრე ეს იყო პირველ ტურში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ძირითადი მოთამაშე, ვისაც აქვს პრეტენზია, სურვილი და გრძნობს რომ ოპოზიციაშია და არა მოლაპარაკებაში ხელისუფლებასთან, დაუჭერს ოპოზიციურ კანდიდატებს მხარს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი ამოცანა, ამისთვის საჭიროა აქტიური კონსულტაციები და მე მოხარული ვარ, რომ ბევრმა პარტიის ლიდერმა უკვე გააკეთა ღიად განცხადება, მათ შორის ჩვენმა პარტიამაც, რომ ჩვენ დავუჭერთ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, რომელიც მონაწილეობს ამ არჩევნებში და მეორე ტურში აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.“ - განაცხადა წერეთელმა

 

შეგახსენებთ, რომ 2021-ის თვითმმართველობის არჩევნებში 20 ოლქში, დიდ ქალაქებში მეორე ტურები ჩაინიშნა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია