დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამჭვირვალე არჩევნები და მედია
ოპოზიცია ჭიათურაში დამოუკიდებელ კანდიდატს უცხადებს მხარდაჭერას
ავტორი: ნატო გუბელაძე
2021/09/13 22:59:54

 

 

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჭიათურაში 12 პარტია ეცდება მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრების შეყვანას.

 

 „მესამე ძალა“, „ენმ“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“ - მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ნოდარ ჩაჩანიძეს უჭერს მხარს.

 ამ გადაწყვეტილებას ნოდარ  ჩაჩანიძე მადლიერების წერილით ეხმაურება სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ მსგავსი მოცემულობა, რაც ჭიათურაში ადგილობრივ არჩევნებზე შეიქმნა, არ იქნება არც ერთ სხვა ქალაქში... მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს არსად ისეთი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა არ ექნება, როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტში! ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ: ჭიათურლებს გვაქვს ხელისუფლების ცვლილების რეალური შანსი და შესაძლებლობა, მთელ ქვეყანას გავაგებინოთ, რომ ჭიათურა ითხოვს ცვლილებებს და იმსახურებს ბევრად უფრო მეტს! პირველად გვეყოლება დამოუკიდებელი, პარტიული დირექტივებისგან თავისუფალი მერი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება, პირველ რიგში, ჭიათურის მოსახლეობასთან და რეალურად იბრძოლებს ჩვენი მუნიციპალიტეტის ღირსეული ცხოვრებისთვის!


აღსანიშნავია, რომ როგორც ნოდარ ჩაჩანიძეამბობს, ის საკუთარი ხარჯებითა და მეგობრების შემოწირულობით ახორციელებს წინასაარჩევნო კამპანიას, მას არცერთი პარტიისგან ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს.


ნოდარ ჩაჩანიძის შესახებ სზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ის საზრიანთა და მხიარულთა კლუბის ,,მაღაროელის" აქტიური წევრი და სცენარისტი იყო. ასევე იყო ,,ქართული ონების" პერიოდში მერიის თანამშრომელი, პაატა ნადირაძის მერობის დროს მუშაობდა მერის თანაშემწის პოზიციაზე.


 

ჭიათურაში მერობისთვის იბრძვის ასევე უსუპი (უტა) ბიწაძე პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“.  როგორც მან გვაცნობა, მათი პარტიიდან მაჟორიტარულ და სიით წარდგენილ კანდიდატებს შორის 21 მამაკაცია და 11 ქალბატონი. კანდიდატები ან საერთოდ არ ფლობენ ბიზნესს, ან მცირე ბიზნესში არიან ჩართულნი. საკრებულოს წევრობის მსურველთა გარკვეულ ნაწილს, ჭიათურის მერობის კანდიდატის ჩათვლით, აქვთ პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გამოცდილება.


უსუპ ბიწაძე: „ჭიათურაში, ჩვენს კონკურენტად მოაზრებულია კოლოსალური ფინანასები, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ხარჯავს საკუთარი კანდიდატის გასამარჯვებლად რეგიონში. თუმცა მსგავსი ფინანსური ბედნიერება ყოველთვის ვერ იღებს შედეგს და ვერ შველის საარჩევნო სუბიექტს.  

 

გიორგი კასრაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძვის.დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი სიის N 1-ა და ასევე,  ქალაქ ჭიათურის მაჟორატარობასაც აპირებს.


 

გიორგი კასრაძე სოციალურ სივრცეში აქვეყნებს განცხადებას, სადაც მოჰყავს არგუმენტები, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ჭიათურელებმა: „თქვენ მე კარგად მიცნობთ! იცით როგორი თავგანწირვით შემიძლია ვიბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ! როგორი ენთუზიაზმით მოვკიდო ხელი ნებისმიერ საქმეს! არ შევუშინდე არცერთ დაბრკოლებას და პასუხისმგებელი ვიყო მხოლოდ თითოეული ჭიათურელის წინაშე! სულისკვეთებით ვმსახურებდე მხოლოდ ჭიათურას და არავის სხვას! ახლა თითოეული თქვენგანის მხარდაჭერის იმედი მაქვს - იმედი გამარჯვების! მიყვარხართ, მეიმედებით და მეამაყებით.

  

 

„ქართული ოცნებიდან“ ჭიათურის მერობის კანდიდატია გივი მოდებაძე.                        

 

 ის ჭიათურის მოქმედი მერია. მის ოფიციალურ გვერდზე წარმოდგენილია პოლიტიკური ფიგურების მხარდამჭერი განაცხადები. ირაკლი ღარიბაშვილი: „ბატონი გივი ღირსეულად ემსახურება თქვენს ქალაქს, ჭიათურას და ჭიათურელებს და მჯერა, იგი ასევე წარმატებით გააგრძელებს 4 წლის განმავლობაში თქვენს მსახურებას.


კახა კუჭავა: „ვიცი, რომ ბევრი ქართველი და უცხოელი ტურისტი ჩამოდის (ჭიათურაში) და თუ ჩვენ აქ შესაბამის ინფრასტრუქტურას და დამატებით შესაძლებლობებს შევქმნით, რომ მათ მიიღონ ყველა სერვისი, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი იქნება წარმატება არ მხოლოდ ამ რეგიონისთვის და ამ ქალაქისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.“


ირაკლი ქარსელაძე: „ჭიათურაში, ამჟამად, 7 ობიექტზე და ჯამში მთლიანად ცენტრალური უბნის ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ჭიათურის ცენტრალურ მდებარეობას, აბსოლუტურად განახლებულ, ევროპულ და ევროპული შესაძლებლობების მქონე ცენტრად აქცევს. ეს მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარი მხოლოდ პირველ ეტაპზეა და მას აუცილებლად ექნება გაგრძელება.“ პაატა კვიჟინაძე: „ჭიათურის 22 სოფელია უკვე გაზიფიცირებული, მოწესრიგდა წყალმომარაგება, ცენტრალური გზები ყველა სოფელში დაიგო. ყველაზე მთავარი ჩვენი ქალაქისთვის არისჯორჯიან მანგანეზთანდამოკიდებულება, რადგან ჭიათურა და მარგანეცის მოპოვებას დიდი ისტორია აქვს და პრაქტიკულად განუყოფელია. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ მხრივ ძალიან კარგი ტენდენციაა.

 

სტატია ქვეყნდება პროექტისგამჭვირვალე არჩევნები და მედია" ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდღია საზოგადოება-საქართველოსპოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 905
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია