დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სინოფარმის’’ ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოშია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/09/12 22:07:21

საქართველომ  წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან  „სინოფარმისვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო.  „სინოფარმის“  ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი გამოყენების  ავტორიზაცია. საქართველოში ,,სინოფარმითვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა. ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებულისინოფარმისვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში.

 

„საქართველომ წითელი ჯვრისგან 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა საჩუქრად მიიღო.  მადლობა საქართველოს წითელ ჯვარს და მათ წარმომადგენლობას ამ პროცესში განსაკუთრებული აქტიურობისთვის.  საქართველოსთვის  100 00 დოზა ვაქცინის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია“,-ამის შესახებ გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა.

 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად არის ჩართული მასობრივი იმუნიზაციის დროულად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელების პროცესში.

 

საქართველომ  წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან  „სინოფარმისვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღოამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ უმნიშვნელოვანეს საქმეში და ,,სინოფარმის’’ ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადეთ’’,ამის შესახებ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ განაცხადა.  

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 451
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია