დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სკოლების მასწავლებლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/09/11 21:37:16

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. ქუთაისის სკოლების მასწავლებლები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანგებოდ მოწყობილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აიცრნენ.

 

ნათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს სკოლის წარმომადგენლებს, დროულად ჩაერთონ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას და სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვას.

 

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში  დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 94
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია