დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის 800 ბინა შენდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/09/11 21:10:00

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 5 კორპუსი შენდება.

 

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე  და მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე ადგილზე გაეცნენ.

 

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ.

 

ხუთი, 16-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია