დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართულმა სანერგე მეურნეობებმა სამყნობი მოწყობილობები მიიღეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/27 15:03:04

ევროკავშირისა და  FAO-ს მხარდაჭერით, ოთხ ქართულ საღვინე ვაზის სანერგე მეურნეობას სამყნობი მანქანები გადაეცა. აღნიშნული დახმარება განხორციელდა პროექტის - „ევროკავშირის ინოვაციური ინიციატივა საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ - ფარგლებში.

 

სანერგე მეურნეობაში სათანადო მყნობა მნიშნელოვანია ჯანსაღი და ხარისხიანი გასამრავლებელი მასალის მისაღებად. საქართველოში სანერგე მეურნეობების უმეტეს ნაწილში მყნობა ხელით ხორციელდება, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს.

 

მცხეთა-მთიანეთისა და კასპის მუნიციპალიტეტებში სანერგე მეურნეობებს  ორი სამყნობი მანქანა გადაეცა, კიდევ ორის გადაცემა ბაღდათისა და აჭარის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა. ოთხივე ბენეფიციარი საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციის (GEOSSA) წევრია. ასოციაცია 2021 წელს დაარსდა  ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით და მისი მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის სათესლე და სანერგე მასალის წარმოების განვითარება და  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მათი სერტიფიცირებაა.

 

„ახალი აღჭურვილობით შესაძლებელი გახდება სამუშაოების მოცულობების ოპტიმიზაცია.  თუ დახელოვნებული მუშების მიერ ხელით მყნობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო დღიურად მაქსიმუმ 3 000 ნერგის გასხვლა, სასხლავი მანქანით უკვე შესაძლებელი გახდება ეს რიცხვი 4 000-მდე გაიზარდოს, სადაც გამოცდილება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც სამუშაოს ხელით შესრულებისას. ეს შეამცირებს ხარჯებს და გაზრდის სანერგე მეურნეობის ეფექტურობას.“ განმარტა სანდრო საკანდელიძემ, ასოციაციის გენერალურმა მდივანმა.

 

“ევროკავშრის და FAO-ს მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მცირე, საოჯახო ტიპის სანერგე მეურნეობებისთვის”, განაცხადა ალექსანდრე ბათილაშვილმა, რომელსაც კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალაში საკუთარი საოჯახო სანერგე მეურნეობა აქვს.

 

„გადმოგვეცა ახალი სამყნობი მანქანა და სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ჩემს მადლიერებას ევროკავშრის და FAO-ს მიმართ. ჩვენ ვაწარმოებთ ყველა სახის ადგილობრივ საღვინე ვაზის ნერგებს: საფერავი, შავკაპიტო, ცოლიკაური და ა.შ. ახლა  უკვე შეგვიძლია სამუშაო შევასრულოთ უკეთესად და სწრაფად.  ვიმედოვნებთ ჩვენი პროდუქტი მალე ქვეყნის ყველა კუთხეში იქნება ხელმისაწვდომი.“ განაცხადა ბატონმა ბათილაშვილმა.

 

ევროკავშირი, FAO და GEOSSA მხარს უჭერენ სათესლე და სანერგე მასალების კერძო მწარმოებლებს, რათა გაუმჯობესდეს მათი წარმოების ხარისხი და პროდუქტიულობა, ასევე ხელს უწყობენ შიდადარგობრივ თანამშრომლობას და იცავენ მწარმოებელთა ინტერესებს  სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე.

 

”სასოფლო-სამეურნეო სექტორისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილობრივად წარმოებული სათესლე და სანერგე მასალების ხარისხის უზრუნველყოფა, რათა ქართველმა ფერმერებმა ნაკლები დანახარჯებით შეძლონ გარანტირებულად ხარისხიანი სანერგე მასალის შეძენა. გვჯერა, რომ ევროკავშირის, FAO-სა და GEOSSA-ს  ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს სექტორს, რათა მომავალში შეესაბამებოდეს სასერთიფიკაციო სტანდარტებს”, - განაცხადა FAO- ევროკავშირის პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.

 

‘’ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში’’ გახლავთ ერთობლივი პროექტი, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და გაეროს სხვა სააგენტოები (UNDP, IOM, UNIDO). პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, მეწარმეობის სფეროს ხელშეწყობა და ბიზნესის სფეროს განვითარება საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი უწყებების შესაძლებლობათა განვითარების გზით, რათა განვითარდეს და ამუშავდეს კლასტერები და განხორციელდეს სტრატეგიული ინვესტიციები კომპანიებში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 770
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია