დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი ინიციატივა
ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში სათემო ფონდის მოდელის განვითარება იწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/23 12:02:36

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით საქართველოში სათემო ფონდების იდეის პოპულარიზაციას იწყებს. სათემო ფონდი მსოფლიოში, სამოქალაქო ორგანიზაციების  დამკვიდრებული და  წარმატებული მოდელია, რომელიც გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად  და ამ მიზნის მისაღწევად, სხვა დაგეგმილ აქტივობებთან ერთად, გრანტებს გასცემს.


CSRDG-ის თემის განვითარების პროგრამის ინიცირებით 2021-2024 წლებში რამდენიმე სათემო ფონდი შეიქმნება. ფონდების შექმნაში ჩართულნი იქნებიან აქტიური ადამიანები, რომელთაც საკუთარ უბანში/ქალაქში სხვადასხვა გარემოსდაცვითი, ეკონომიკური თუ სოციალური სახის პრობლემების გადაჭრა სურთ.


სათემო ფონდების შექმნამდე დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის მიზანია გააცნოს ფართო საზოგადოებას ფონდების შესახებ ინფორმაცია და წარმოაჩინოს ის დადებითი გავლენა, რაც სათემო ფონდის შექმნამ შეიძლება იქონიოს.

ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.csrdg.ge/7224-2/

 

რა არის სათემო ფონდი?

სათემო ფონდი (Community Foundation)  გრანტების გამცემი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა კონკრეტული დასახლების, უბნის, ქალაქის, თემის ან მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე  ვრცელდება.  იგი თავს უყრის ადგილზე არსებულ რესურსებს და  ამა თუ იმ  დასახლების პრობლემების მოგვარებასა და საცხოვრებლად უკეთესი პირობების  შექმნას მოახმარს.  სათემო ფონდის ძირითადი მახასიათებელი  ადგილობრივი რესურსების მოზიდვა და მათი თემში რეინვესტირებაა. სწორედ ეს განასხვავებს  მას სხვა ტიპის საზოგადოებრივი ფონდებისაგან.

 

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“

სათემო ფონდების ინიცირების კამპანია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

პროექტს ახორციელებს  კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).


 

"სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და  გამოცდილებას.


კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ბროშურა / ბლოკნოტი, რომლის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1iN7ySMC8l90O4wt7WQUom4SVxvUahtCI/view


ასევე, მომზადდა საპოპულარიზაციო ვიდეო რგოლი (მომზადებულია პროექტის „სათემო ფონდის საქართველოში ინიცირების მიზანშეწონილობის კვლევა“ ფარგლებში - https://www.youtube.com/watch?v=j6vh46bvkes 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 716
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია