დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფოს დაფინანსებით 150-ზე მეტი ახალგაზრდა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/17 15:13:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამებზე  კონკურსი დასრულდა. დაფინანსების მოპოვების მსურველებს როგორც ელექტრონული აპლიკაციის შევსება, ასევე ცენტრის ვებ-გვერდზე- iec.gov.ge რეგისტრაციის გავლა 2 თვის განმავლობაში შეეძლოთ.

 

აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.

 

2021-2022 აკადემიური წლის კონკურსისათვის რეგისტრაცია 2000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა. აქედან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე გამარჯვებულია:

  • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022 -  24 აპლიკანტი;
  • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები  2021-2022 - 7  აპლიკანტი;
  • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები  2021-2022 -  5 აპლიკანტი;
  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2020-2021- 3 აპლიკანტი;

 

 

ამავდროულად, 2021-2022  სასწავლო წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები:

·         სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) - 2021-2022 - 69 აპლიკანტი;

·         სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - 2020-2021- 7 აპლიკანტი;

·         აკადემიური პროგრამები იტალიაში - 2020-2021- 5 აპლიკანტი;

 

 

ამჟამად მიმდინარეობს ,,ფულბრაიტის’’ სამაგისტრო პროგრამის კონკურსი, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განათლების საერთაშორისო ცენტრი ერთობლივად ახორციელებს, ასევე, აკადემიური პროგრამები სან - დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდებათ ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელებს. გამარჯვებულთა სია პროგრამების მიხედვით ცენტრის ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის უკვე 1000-ზე მეტი სტიპენდია გასცა.  სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს.

 

ცენტრი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,  ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მათ სწავლის შემდეგ საფეხურზე!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 770
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია