დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედიაისტორია
ბორჯომში გაზეთ „ბორჯომი“-ს დაარსებიდან 90 წლის იუბილე აღნიშნეს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2021/07/16 16:04:00

16 ივლისს ბორჯომში  გაზეთ „ბორჯომის“ დაარსებიდან  90 წლის იუბილე აღნიშნეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ბორჯომის სამუსიკო სკოლაში ამ მხცოვანი პერიოდული გამოცემის არქივი, ფოტოები და მიღებული ჯილდოები გამოიფინა.


ღონისძიებას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონისა და ქალაქის ხელისუფლების  ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ: სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე დავით ლომიძე, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძემერის მოადგილე იოსებ რაზმაძე, გამოცემის ღვაწლმოსილი კორესპონდენტები და სარედაქციო კოლეგიის წევრები.


გაზეთის იუბილესთან დაკავშირებით რედაქტორს, ვალერიან ლომიძეს, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა, პუბლიცისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭა.

 

 

გაზეთის რედაქტორმა  ღვაწლმოსილი ჟურნალისტები, შტატგარეშე კორესპონდენტები და ფოსტის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა მოღერალ-მგალობელთა გუნდმამზეშინამ“ , მუსიკოსმა ნიკოლოზ ედილაშვილმა.

 

 

მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“, ინტერნეტგამოცემები -  www.psnews.ge  და www.borjominews.ge  ულოცავს მხცოვან გაზეთ „ბორჯომს“ და ჩვენს კოლეგებს 90 წლის იუბილეს და მომავალში კიდევ უფრო მეტ მკითხველსა და წარმატებებს უსურვებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 829
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია