დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილისაგან ასპინძის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლას საჩუქრად წიგნები გადაეცათ
ავტორი: ნატო გუბელაძე
2021/06/15 21:41:15

მედიასახლი P.S. (პოსტსკრიპტუმი) კვლავ აგრძელებს წიგნიერების ტრადიციულ საქველმოქმედო აქციას „წიგნი ყველა ბავშვს“. ამჯერად აქციის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტს ვესტუმრეთ.

 

მოსწავლეებისთვის მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურის შეძენა მოხდა პარლამენტარის, ახალციხისადიგენისბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის,  ბატონ ანტონ ობოლაშვილის სპონსორობით.

ადგილზე კი ორგანიზებაში დაგვეხმარნენ პარლამენტარის ასპინძის  ბიუროს ხელმძღვანელიგურანდა ხატიძე და ბიუროს თანამშრომელი ქრისტინე ყურმაშვილი.

 

წიგნები საჩუქრად გადაეცათ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში მცხოვრებ რაულ ჯორბენაძის 7 შვილიან ოჯახს და  4 სკოლას:

·         სსიპ ასპინძის საჯარო სკოლას (დირექტორი კლარა ზედგენიძე), სადაც ასპინძის ხუთი სხვადასხვა სოფლიდან სწავლობენ მოზარდები და სკოლას სულ 513 მოსწავლე ჰყავს;

·         სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლას (დირექტორი აკაკი ადეიშვილი), სადაც ამ ეტაპზე 48 მოსწავლე სწავლობს.

·         სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლას (დირექტორი გიორგი კაველიძე) სადაც ამავე სოფლის 90 მოსწავლე ჰყავთ და ასევე - 40 ბავშვი სოფელ თმოგვიდან ეუფლება განათლებას.

·         სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლას (დირექტორი ლიანა სანდოძე), სადაც პირველი-მეცხრე კლასის ჩათვლით სულ 27 ბავშვი სწავლობს.

 

ფაქტობრივად, ყველა ბიბლიოთეკას აქვს წიგნადი ფონდის განახლების პრობლემა. როგორც მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ბიბლიოთეკებში ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდის წიგნები, ლენინის თუ სტალინის ტომეულებიც კი შენახული აქვთ და თავიანთი ძალებით ცდილობენ ახალ-ახალი წიგნების შეძენას, მაგრამ ეს სკოლისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. შესაბამისად, მაჟორიტარის საჩუქარმა დიდი მადლიერება გამოიწვია როგორც პედაგოგების, ისე - მოსწავლეთა მხრიდან.

 

 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბატონი ანტონ ობოლაშივილის ქველმოქმედებით წიგნები უკვე გადაეცათ ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის  მუნიციპალიტეტების რამდენიმე სკოლას, ბიბლიოთეკას თუ წარმატებულ მოსწავლეებს. აჟორიტარის საქმიანობაში ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი განათლების გაუმჯობესებისათვის ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ის, როგორც ხშირად აღნიშნავს ჩვენთან საუბარში, ყოველთვის მზადაა, მხარში დაუდგეს ყველა კეთილშობილურ საქმეს, რაც ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებასთანაა დაკავშირებული.

 

 

ნატო გუბელაძე

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი

ფოტოებიქრისტინე ყურმაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია