დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანა ნაცვლიშვილი: რატომ ვერ ხდება კოვიდ-19 თემა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როცა სხვა ქვეყნების პარლამენტებში არ ჩამოდის დღის წესრიგიდან
2021/06/07 13:22:00

დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კოვიდ-19 ინფექციის დღევანდელ სტატისტიკას გამოეხმაურა.

 

„გვყავს ჯანდაცვის არასათანადო სერვისებით დაავადებული და დაღუპული ადამიანები. დიდხანს აპირებს კიდევ პარლამენტი არ შეიმჩნიოს, რომ საგანგაშოდ მოწინავე გვაქვს სიკვდილიანობის სტატისტიკა, რომელიც განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო კვირების განმავლობაში? დიდხანს აპირებს პარლამენტი მხოლოდ ტაში უკრას ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს?“- კითხვით მიმართა სახელისუფლებო გუნდს ანა ნაცვლიშვილმა.  მისი თქმით, პარლამენტი გაკეთებულ საქმეებზე საუბრობს ნაცვლად იმისა, რომ დაიბაროს ჯანდაცვის მინისტრი და კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ სერიოზულ შეცდომებზე, გადაცდომებზე და სისტემურ ჩავარდნებზე ანგარიში მოსთხოვოს.

 

„არ ვიცი, რატომ ვერ ხდება ეს წამყვანი თემა  საქართველოს პარლამენტში მაშინ, როცა სხვა ქვეყნების პარლამენტებში არ ჩამოდის დღის წესრიგიდან. არ გავჩერდები მანამ, სანამ ყოველ კონკრეტულ ნაბიჯთან არ გვექნება შესაბამისი ინფორმაცია. უამრავი კონკრეტული პასუხგაუცემელი კითხვაა , რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი აქ, ამ დარბაზში პასუხებს უნდა სცემდეს“, -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია