დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"გვირილობა 2021" - ქუთაისში მცირე მასშტაბით აღნიშნეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/05/02 20:15:47
კორონავირუსის პანდემიის გამო, ქუთაისის ტრადიციული დღესასწაული "გვირილობა" წელსაც მინიმალური პროგრამით ჩატარდა.

ქალაქში ძირითადად, გამოფენები და მცირე მასშტაბის პერფორმანსები გაიმართა.

2 მაისს, დილით ქალაქის ტრადიციული დალოცვის რიტუალი ჩატარდა ბაგრატის ტაძარში. ლოცვა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა.

ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ესწრებოდნენ.


"ვულოცავ მთელ საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ვულოცავ ქუთაისელებს გვირილობას. რა თქმა უნდა, ჩვენ პანდემიის გამო შეჩერებული გვაქვს მასშტაბური ღონისძიებები, მაგრამ არ შეგვიჩერებია ქვეყნის წინსვლა და ქვეყნის განვითარება. მე ვპირდები ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, რომ მომავალ წელს "გვირილობას" აღვნიშნავთ განახლებული და უფრო გალამაზებული ქალაქით“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

12 საათიდან გაიმართა ფოტოგამოფენები, სადაც წარმოდგენილი იყო ქუთაისელი მხატვრების ფოტოები ქუთაისის შესახებ, ასევე, გამოიფინა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. 

ქუთაისელებმა ტრადიციულად პატივი მიაგეს სამი ოთარის ძეგლებს. ასევე, გაიმართა "გიმნაზისტკების" პერფორმანსი. 

ყველა ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვით ჩატარდა.

 

ცნობისათვის: "გვირილობა" ქალაქის დღესასწაულია და ქველმოქმედებას უკავშირდება. სახალხო დღესასწაულის ტრადიციის საფუძვლად ჯერ კიდევ 1911 წელს დაწყებული კამპანია მიიჩნევა. მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში "გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. გიმნაზისტ გოგონებს წინ,  სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდათ.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია