დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არა ნამახვანჰესს!
რიონის ხეობის მცველებმა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს და გამაფრთხილებელ აქციას მართავენ
2021/04/24 18:08:05

ქუთაისში, ერთ-ერთ მთავარ ჭავჭავაძის გამზირზე ამჟამად „რიონის ხეობის მცველები“-სა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეებმა გამზირი გადაკეტეს და ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს შეძახილებით:  „საქართველო, საქართველო!“. 


ორგანიზატორების თქმით,  ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი აქცია და ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ უკან არავინ დაიხევს.

„რიონის ხეობის მცველები“ ასევე აცხადებენ, რომ ისინი 23 მაისს მასშტაბური აქციის გამართვას თბილისში გეგმავენ.

 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თითქმის 6-თვიანი პროტესტის შემდეგ, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული განცხადება გამოაქვეყნა. აქციის ორგანიზატორებმა განცხადების შინაარსი გააპროტესტეს.

 

მათი განცხადებით, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს სრულ იგნორირებას უკეთებს. სოფელ ნამოხვანისკენ წასვლა აქციის ორგანიზატორები 24 აპრილსაც ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

 

23 აპრილს „რიონის მცველებმა“ ოთხი მთავარი მოთხოვნა გამოაქვეყნეს:

1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.

2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

 

24 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება „რიონის ხეობის მცველების“ მიერ წამოყენებული მოთხოვნების საპასუხოდ.


ტექსტში ვკითხულობთ, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვით და პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაიქირაოს საერთაშორისო იურიდიულ კომპანია, რომელიც შეისწავლის "კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას".

 

ასევე, მთავრობა აცხადებს, რომ „საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან" და "კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში".

 

„რიონის ხეობის მცველებს“ 24 აპრილს სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს მასშტაბით. აქციები გაიმართა: ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში, ფოთში, პანკისის ხეობაში ბოლნისში, რუსთავში, ლანჩხუთში, წყალტუბოში, ლენტეხსა და ყაზბეგში.

 

წყარო „რადიო თავისუფლება“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია